Latest posts by Aliq Media (see all)
უკრაინის დედაქალაქ კიევში, წუთების წინ, კონკურს „ევროვიზია 2017“-ის პირველი ნახევარფინალი დასრულდა. 18 კონკურსანტიდან ფინალში, მაყურებლისა და პროფესული ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით,10 მათგანი გადავიდა.
არწვიკმა ,2017 წლის ევროვიზის სომეხმა მონაწილემ, 9 მაისს პირველი ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარა და საუკეთესო ათეულში მოხვდა. ევროპელი მსმენელის წინაშე არწვიკი მე-16 ნომრად წარსდგა, საკონკურსო სიმღერით “Fly with me”.
პირველ ნახევარფინალში მონაწილე 18 ქვეყნიდან შეირჩა მხოლოდ 10: მოლდოვა, აზერბაიჯანი, საბერძნეთი, შვედეთი, პორტუგალია, პოლონეთი, ავსტრალია, ბელგია და კვიპროსი.
2017 წლის ევროვიზიის ფინალს ქართველი კონკურსანტი თამარ გაჩეჩილაძე ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა.
ევროვიზიის მეორე ნახევრაფინალი 11 მაისს, ხოლო ფინალი – 13 მაისს გაიმართება.