ვალერი  მელაძის  კონცერტები  თბილისსა და ბათუმში (საიუბილეო ტური)

7 მაისს ვალერი მელაძე ქართული მაყურებლის წინაშე წარსდგა. კონცერტები თბილისსა და ბათუმში საიუბილეო ტურის ფარგლებში იმართება და უკანასკნელი 15 წლის მანძილზე მომღერლის პირველი კონცერტებია საქართველოში.  

ვალერი მელაძე — რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი და ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტი გახლავთ, ასევე პრემიების “Овация”, “Золотой граммофон”, “Муз-ТВ” და “RU.TV” მრავალგზის მფლობელი.

ვალერი მელაძის ყველა სიმღერის ტექსტის, მუსიკისა და არანჟირების ავტორი მისი ძმა,  კონსტანტინე მელაძეა. კონცერტში სიმღერები ძველი და ახალი რეპერტუარიდან შესრულდა. თუმცა,  ყველაზე კარგად მსმენელმა მიიღო სიმღერები:”Обернитесь”, “Сэра”, “Красиво” , რომლესაც აუდიტორია მომღერალთან ერთად ასრულებდა.  სპეციალურად ქართველი მაყურებლისთვის მელაძემ „თბილისო“ შეასრულა .

ვალერი მელაძის საიუბილეო კონცერტზე , სპორტის სასახლეში შეკრებილი  საზოგადოების უმრავლესობა ტურისტი იყო.  ალიქ მედიასთან საუბრისას მათ აღნიშნეს, რომ  სპეციალურად ამ კონცერტზე დასასწრებად არიან ჩამოსულნი.

ტურმა დედაქალაქიდან, მომღერლის მშობლიურ ქალაქ ბათუმში გადაინაცვლა. აქ კონცერტი 9 მაისს შედგება.

 

Leave a Reply