Latest posts by Aliq Media (see all)
გარემონტებიდან 5 წლის შემდეგ, სოფელი კარწახის ეკლესია „სურბ ჰოვანეს კარაპეტი“, ისევ დანგრევის საფრთხის წინაშე დგას. წვიმის დროს ეკლესიის ჭერიდან წყალი ჩამოდის.
ხაჩიკა – პაპას დღე ეკლესიიდან იწყება. ის ყოველ დილას ეკლესიის კარებს აღებს და ლოცულობს თავისი სოფლისა და კაცობრიობის მშვიდობისათვის. სოფელში ხაჩიკა- პაპას ყველა იცნობს და პატივს სცემს. ის 1992 წლიდან დღემდე ამ ეკლესიას უვლის. სააგენტო jnews-თან საუბარში მან აღნიშნა:
„ეკლესია მთლიანად დანესტიანებულია. ზაფხულშიც კი, ეკლესიის კედლები სველია, ხოლო ეკლესია მთლიანად წყალშია. არქიტექტურული თვალსაზრისით , არაჩვეულებრივი ნაგებობაა, მაგრამ დღითი დღე მდგომარეობა უარესდება. ეკლესია გაარემონტეს, მაგრამ ის რაც საჭიროებდა,არ გაკეთდა. ძველის ნაცვლად ახალი ააშენეს, რომელმაც არ გაამართლა 100 კი არა 1000%-ით, და ეკლესიამ წვეთა დაიწყო.
წვიმის წყალი შიგნით გროვდება. სანთლებზეც კი ცელოფანი გადავაფარე, რომ წვეთებისგან არ დასველდეს“-აღნიშნა ხაჩიკა-პაპამ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კარწახის ეკლესიის „სურბ ჰოვანეს კარაპეტის“ კარი მორწმუნეთათვის მუდამ ღიაა. შიგნით, ხავსისა და ობის ნამდვილი სამეფოა. ეკლესიაში ჰაერი იმდენად ნოტიოა, რომ ადამიანი შეიძლება დაიხრჩოს. კედლებზე ყველგან ხავსი იზრდება, სვეტებიდან წყალი ჩანოდის და მხოლოდ ამ ეკლესიაში „ტირიან“ ხატები“.
“ეკლესიის სამშენებლო სამუშაოები მრავალი ხარვეზით შესრულდა, რის შედეგადაც ეკლესიის ჭერიდან თოვლის დნობისა და ძლიერი წვიმების დროს წვეთავდა, რაც დროის განმავლობაში უფრო ინტენსიური გახდა. ახლა უკვე ეკლესიის თითქმის მთელი ჭერიდან წყალი ჩამოდის და ხატებს აზიანებს. საკითხის გადასაწყვეტად წელს ერევნიდან არქიტექტორ-მშენებელი იყო მოწვეული. მისი აზრით, საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა, ეკლესიის ჭერის მთლიანი გალვანიზიაციაა“
* აღნიშნა ეკლესიის „სურბ ჰოვანეს კარაპეტის“ სასულიერო წარმომადგენელმა ტერ ტიგრან მხითარიანმა.
სოციალისტური რეჟიმის დროს კარწახის ეკლესია სახელმწიფოს ხელში გადავიდა. 1929 წლიდან ფუნქციონირება შეწყვიტა, ხოლო 1933 წელს, საწყობად გადაიქცა. 1992 წელს ეკლესია დაინგრა და 20 წლის შემდეგ რესტავრირებულ იქნა.
სოფელი კარწახის ეკლესია ხელმეორედ 2012 წლის 12 ივლისს აკურთხეს.