Latest posts by Aliq Media (see all)
24 აპრილს, თბილისის სომხურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში სომეხთა გენოციდის, წმინდანებად შერაცხულ უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტურგია ჩატარდა. მათ ესწრებოდნენ: სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,სომხეთის დიპლომატიური მისიის სხვა წარმომადგენლები, თბილისის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები.
ალიქ მედიასთან საუბარში საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ პრპორციული სიით არჩეულმა, რუსლან პოღოსიანმა აღნიშნა: „მე აქ მოვდივარ არა როგორც პარლამენტის დეპუტატი. აქ მოვიდოდი მანამდეც, სანამ დეპუტატი გავხდებოდი, და მომავალშიც ვაპირებ მოსვლას, მეტიც რამოდენიმე წელია აქ მოდიან ჩემი მეგობრები პარლამენტარები. მე თვითონ გენოციდის მსხვერპლთა შთამომავალი ვარ, ამიტომ ეს ჩემთვის უბრალოდ აბსტრაქტული მოვლენა არ არის. ეს პირადი ტკივილი და ჩემი ოჯახის ტკივილია.
რაც შეეხება საერთო ვითარებას, მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ შორს არ არის ის დღე, როდესაც სომეხთა გენოციდი საერთაშორისოდ აღიარებული იქნება“.
ალიქ მედია – უკვე 10 წელზე მეტია საპოტესტო მანიფესტაცია ტარდება თურქეთის საელჩოს წინ, მაგრამ არსებობს აზრი, რომ სწორი იქნებოდა მისი პარლამენტის წინ ჩატარდება. საჭიროა თუ არა დემონსტრაციების პარლამენტის შენობასთან გადატანა?
რუსლან პოღოსოანი – ვფიქრობ უნდა გადავდგათ ეფექტური ნაბიჯები, საჭიროა სიტუაციის უფრო ღრმად შესწავლა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით აქციის ჩატარება ნებადართულია იქაც და იქაც. ამიტომ ეს იმ მოქალაქეთა ნებაა, რომლებიც ორგანიზებას უწევენ და მონაწილეობენ აქციაში. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენ ორიენტირებულნი უნდა ვიყოთ შედეგზე.
რაც შეეხება საქართველოს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას, რუსლან პოღოსიანი აღნიშნავს:„მთელი რიგი მიზეზების გამო, საქართველო თავს იკავებს რეზოლუციის ან რაიმე სხვა აქტის მიღებისგან, მაგრამ გავიმეორებ, რომ საერთშორისო აღიარება, თავისთავად ითვალისწინებს საქართველოს მონაწილეობას“.