Latest posts by Aliq Media (see all)
ერთწლიანი შესვენების შემდეგ, ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომომ“, 23 აპრილს თბილისში ჩირაღდნებით მსველელობა მოაწყო. სომეხთა გენოციდის 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ჩირაღდნებით მსვლელობა დაიწყო ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან და ჭავჭავაძის გამზირის გავლით, თურქეთის საელჩომდე გაგრძელდა.
ჩირაღდნებით, სანთლებით, საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო დროშებით ხელში, მსვლელობის მონაწილეები აღირებას, დაგმობასა და კომპენსაციას მოითხოვდნენ.
„გენოციდი უნდა იქნას აღიარებული და დაგმობილი, რათა ის არ განმეორდეს. დღეს ჩვენი მსვლელობის მიზანია, მივაღწიოთ აღიარებას“-ალიქ მედიასთან საუბარში განაცხადა ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ საინფორმაციო განყოფილების პასუხისმგებელმა პირმა, ალექსანდრე ოჰანიანმა.
თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ქართულ და სომხურ ენებზე. აქციის მონაწილეებმა მიმართეს საქართველოს მთავრობას.
„გვერდზე გადავდოთ თურქეთსა და აზერბაიჯანთან არსებული ურთიერთობების მნიშვნელობა! მივიღოთ და დავგმოთ სომეხთა გენოციდი!“.
ჩირაღდნებით მსვლელობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა ათობით სამართალდამცველი. ადგილზე იყვნენ ასევე საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ აღნშნული ორგანიზაცია 10 წელზე მეტია თურქეთის საელჩოსთან ატარებს საპროტესტო აქციებს. თუმცა 2016 წელს მიიღო გადაწყვეტილება აქციის ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარების შესახებ.
2016 წლის ამავე პერიოდში გავრცელებული განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის პოზიციის
გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანაში და რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებას გულისხმობდა.
წელს გავრცელებული განცხადების თანახმად „მერია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს 24 აპრილს, ქალაქის ცენტრალურ ადგილბში აქციის გამართვას, სატრანსპორტო შეფერხებების გამო“.