Latest posts by Aliq Media (see all)
გენოციდის 102-ე წლისთავთან დაკავშირებით, სომეხთა სათვისტომო საქართველოში მთელ რიგ ღონისძიებებს ატარებს. 23 აპრილს საქართველოს სომხურ ეპარქისთან მოქმედ კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრ „ჰაიარტუნში“ გაიმართა ივ ტერნონის წიგნის, „სომხები, ერთი გენოციდის ისტორია“ რუსული თარგმანის პრეზენტაცია.
1977 წელს ფრანგულ ენაზე გამოქვეყნებული წიგნი, რუსულად ალექსანდრე კალანტაროვმა თარგმნა. ალიქ მედიასთან წიგნზე საუბრისას ის ძლივს იკავებდა ცრემლებს.
„როდესაც ბავშვები გემზე მოათავსეს, ერთ ოთახში შეკრიბეს და ღია ზღვაში გაზით გაგუდეს…მსგავსი ქმედებების ჩამდენს რთულია ადამიანები ვუწოდოთ. ამ წიგნის არსებოსბის შესახებ 2015 წელს შევიტყვე. ჩემ ფრანგ ნაცნობებს ვთხოვე ფოსტით გამოეგზავნათ წიგნი, აღმოჩნდა , რომ ფოსტაში ის არ მიიღეს. არ მესმის, ნუთუ ფრანგებს ეშინიათ მუსულმანების. რაც არ უნდა იყოს, წიგნი ჩემამდე მოვიდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის რუსულ ენაზე არსებობს“.
წიგნის რუსული თარგმანის რედაქტორმა, თბილისელმა სომეხმა და ისტორიკოსმა ენოქ თადევოსიანმა ისაუბრა წიგნის ფასეულობის შესახებ.
„წიგნის მაღალი ფასეულობა დაკავშირებულია იმასთან, რომ ის დაფუძნებულია საარქივო საბუთებზე, რომლებიც ინახება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში და რა თქმა უნდა თურქეთში. ყოველი წინადადება მიბმულია კონკრეტულ წყაროზე. ეს სომეხთა გენოციდის შესახებ უნიკალური ენციკლოპედიაა, სადაც დაწვრილებით არის წარმოდგენილი თუ სად, რამდენი ადამიანი და როგორ დაიხოცა. რამდენადაც ჩვენ ვიცით, ავტორი წიგნს მთელი ცხოვრების განმავლობაში წერდა“-აღნიშნა ენოქ თადევოსიანმა.