Latest posts by Aliq Media (see all)
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალები ჯავახეთის მომავლისთვის“,ახალქალაქის რონდელის ფონდის ოფისში, შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტანემტის ხელმძღვანელი, თინა გოგელიანი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მდივანი, იზაბელა ოსიპოვა.
პროექტი „ეროვნული ინტეგრირება და ტოლერანტობა ჯავახეთში“, რომლის ფარგლებშიც შედგა ეს შეხვედრა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ფინანსდება.
თინა გოგელიანმა დამსწრეებს საქართველოს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმა წარუდგინა. მან ასევე ისაუბრა ისეთ უცვლელ პრობლემებზე როგორიცაა: სახელმწიფო ენის არ ცოდნა, ხარისხიანი ცოდნის ხელმისაწვდომობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში პასიური მონაწილეობა, კანონმდებლობა და სხვა.
თინა გოგელიანი ახალგაზრდებს სახელმწიფო პროექტის „1+4“-ის და სახემლმწიფო სტრუქტურებში სტაჟირების შესახებ ესაუბრა.
ეთნიკური უმცირესობების უფლებების დარღვევის საკითხზე იზაბელა ოსიპოვამ ისაუბრა. მან წინა პლანზე წამოსწია სახელმწიფო ენის სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები, დანგრეული სადაო ეკლესიების საკითხი, სახელმძღვანელოების, კერძოდ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს არატოლერანტობის თემა. მან ყურადღება გაამახვილა „1+4“ სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, სკოლებში ბილინგუალური სწავლების მინუსებზე და მრავალ სხვა საჭირბოროტო თემაზე.
სტატია: jnews.ge.