Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომლის ფარგლებშიც სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ განცხადება უნდა განხილულიყო, ქვორუმის გამო არ შედგა.
ამის შესახებ „ალიქ მედიასთან“ საუბარში განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ჰამლეტ მოვსისიანმა. მისი თქმით, განცხადებაზე ხელმომწერი 13 დეპუტატიდან სამმა უკან გამოითხო ვათავისი ხელმოწერა.
„ჩვენ ახალქალაქის ქვემორე ხელისმომწერნი, დეპუტატები, გაცნობებთ, რომ 2017 წლის 24 აპრილს სომეხი ხალხი და პროგრესიული საზოგადოება აღნიშნავს ოსმალეთის იმპერიის მხრიდან განხორციელებული სომეხთა გენოციდის 102 წლისთავს. დანაშაული აღიარებული და დაგმობილია მრავალი ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა ქალქების მხრიდან. ისტორიული სამართლის აღდგენისთვის, ახალქალაქის საკრებულომ უნდა აღიაროს და დაგმოს სომეხთა გენოციდი“,-აღნიშნულია საკრებულოს დეპუტატების განცხადებაში.