Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოს დიდი ინტერსეი გააჩნია სომხეთის მეღრის რეგიონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ინვესტიციების ჩადებით ,-ამის შესახებ სომხეთის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითრებისა და ინვესტიციების განვითარების მინისტრმა, სურენ არაიანმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მაისის თვეში სომხეთში ჩატარდება ქართული ბიზნესის დღეები და ქართველ ბიზნესმენებს წარუდგენენ სომხური ბაზრის, ასევე მეღრის რეგონის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესაძლებლობებს.
თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილება 30 მარტს არის მიღებული. მეღრის თავისუფალ ეკონომიკური ზოლის შექმნა განხილვის საგანი იყო ასევე სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საგარეო უწყების ხელმძრვანლის მიხეილ ჯანელიძისა და სომხეთის პრემიერ მინისტრ კარენ კარაპეტიანის შეხვედრაზე, წერს სააგენტო civilnet.am.