გენოციდის დაგმობა როგორც ევროპულ ცივილიზაციას კუთვნილობის ნიშანი

ოცდახუთ წელიწადზე მეტია, რაც დამოუკიდებლობის მოპოვის დღიდან ჩვენი სახელმწიფო -საქართველო, ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობს. ქართველი პოლიტიკოსების არაერთი განცხადება გვახსოვს რომლის თანახმად სწორედ ევროპა არის ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ცივილიზაციური სახლი…

2015 წლის 15 აპრილს ევროპის პარლამენტმა სპეციალური რეზოლუცია მიიღო რომლითაც გმობს თურქეთს სომეხი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის -გენოციდის გამო. ევროპის პარლამენტმა ასევე წევრ სახელმწიფოების ეროვნულ პარლამენტებს მიმართა დაგმონ თურქეთის გენოციდალური პოლიტიკა. პატივცემულ მკითხველს, განსაკუთრებით კი ქართველენოვანს, ვინც საქართველოს მომავალს ევროპული ოჯახის შემადგენლობაში ხედავს, ევროპის პარლამენტის №2015/2590(RSP) რეზოლუციის ტექსტს წარვუდგენთ.

ჩვენ, ევროპის პარლამენტი

ვითვალისწინებთ რა:

– გაეროს მიერ 1948 წელს მიღებულ კონვენციას „გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ“;

– 1987 წლის 18 ივნისს მიღებულ ევროპის პარლამენტის რეზოლუციას „სომხური საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ“;

– 2015 წლის 12 მარტს მიღებულ ევროპის პარლამენტის ყოველწლიურ მოხსენებას „2013 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის შესახებ“ და ევროპის კავშირის ამ საკითხში პოლიტიკის შესახებ;

– 2009 წლის 10 ოქტომბერს, ციურიხში ხელმოწერილ სომხეთის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის შორის „დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ“ და „ურთიერთობების განვითარების შესახებ“ პროტოკოლებს;

– 2015 წლის 12 აპრილის მისი უწმინდესობის ფრანცისკ რომის პაპის განცხადებას;

– ევროპის პარლამენტის წესს № 123 და რეგლამენტს.

ა. გამომდინარე იქიდან, რომ 2015 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის 100 წლისთავი აღინიშნება.

ბ. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველ წელს მატულობს იმ წევრ–ქვეყნების და ეროვნული პარლამენტების რიცხვი, ვინც ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის ფაქტს აღიარებს.

გ. გამომდინარე იქედან, რომ ევროპული გაერთიანების მოძრაობის ძირითადი მოტივაცია -ომის განმეორების და ევროპაში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის არდაშვება-აღკვეთაა.

დ. გამომდინარე იქედან, რომ 2009 წელს ციურიხში პროტოკოლების ხელმოწერით თურქეთმა და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს შეუდგა

ე. გამომდინარე იქედან, რომ წარსულის შესახებ მეხსიერების შენარჩუნებას პირველად მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან სიმართლისა და მეხსიერების გარეშე არანაირი შერიგება არ შეიძლება შედგეს

ვადგენთ შემდეგს:

1. პატივს მივაგებთ ოსმალეთის იმპერიაში დაღუპულ მილიონ ნახევარზე მეტ უდანაშაულო სომეხის ხსოვნას. ევროპული სოლიდარობისა და სამართლიანობის სულისკვეთებით ვუერთდებით სომეხთა გენოციდის 100 წლისთავს მიძღვნილ ღონისძიებებს. მოვუწოდებთ ევროპის კომისიას და საბჭოს ასევე შეუერთდნენ ხსოვნას.

2. ვემხრობით ჩვენს მიერ 1987 წლის 18 ივნისს მიღებულ რეზოლუციას, რომლითაც ევროპის პარლამენტმა აღიარა, რომ 1915-1917 წლებში ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგიკული მოვლენები კვალიფიცირდება როგორც გენოციდი, ჩადენილი სომეხი ერის წინააღმდეგ. სომეხთა გენოციდი სრულად ემთხვევა 1948 წელს გაეროს მიერ მიღებულ კონვენციას „გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ“, და შესაბამისად ევროპის პარლამენტი გმობს კაცობრიობის წინააღმდეგ ყველა ჩადენილ დანაშაულს და მკვეთრად გმობს ამ დანაშაულის უარყოფის ნებისმიერ მცდელობებს.

3. პატივს მივაგებთ ყველა გენოციდის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთა ხსოვნას. იმისათვის რომ კვლავ შევახსენოთ მსოფლიოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების მშვიდობიანად ცხოვრების უფლების და საკუთარი ღირსების გრძნობის შესახებ -ინიციატივით გამოვდივართ დავაწესოთ გენოციდის ხსოვნის საერთაშორისო დღე.

4. ხაზს ვუსვამთ, რომ გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დროული, ეფექტური აღკვეთა და დასჯა -მსოფლიო საზოგადოების და ევროპის კავშირის ძირითადი პრიორიტეტი უნდა იყოს.

5. მივესალმებით თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის -რეჯეპ ტაიფ ერდოღანის და პრემიერ მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს განცხადებებს, სადაც მათ მწუხარება გამოთქვეს და ოსმალეთის იმპერიაში სომეხი ერის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელებები აღიარეს. მიგვაჩნია, რომ ეს განცხადებები -სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. მოვუწოდებთ თურქეთს გამოიყენოს სომეხთა გენოციდის 100 წლისთავი, როგორც შესაძლებლობა განაგრძოს მნიშვნელოვანი ძალისხმევა, მათ შორის არქივების გახსნა და საკუთარ წარსულთან შეგუება. მოვუწოდებთ თურქეთის რესპუბლიკას აღიაროს სომეხთა გენოციდი და ამით თურქ და სომეხ ხალხს შორის ჭეშმარიტ შერიგებას გაუღოს გზა.

ა. მივესალმებით მისი უწმინდესობის ფრანცისკ რომის პაპის 12 აპრილის მიმართვას, რომლით მან მშვიდობის და შერიგების სულისკვეთებით სომეხთა გენოციდის 100 წლისთავს მიაგო პატივი;

6. მოვუწოდებთ თურქეთის რესპუბლიკას პატივი აგოს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში აღებულ მოვალეობებს და კეთილი ნების სულისკვეთებით განახორციელოს სომხური კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსური ინვენტარიზაცია -როგორც დღეს შემორჩენილის, ასევე გასულ საუკუნეში განადგურებული და დანგრეულის.

7. ვთავაზობთ სომხეთსა და თურქეთს გამოიყენონ ევროპელი ერების წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი და ყურადღება ადამიანებს შორის თანამშრომლობაზე გაამახვილონ. ეს ხელს შეუწყობს სომეხი და თურქი ხალხის სამართლიანობაზე და პატივისცემაზე დამყარებულ შერიგების პროცესს. მოვუწოდებთ სომხეთსა და თურქეთს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს შეუდგნენ.

8. ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს ვავალებთ ეს რეზოლუცია გაუგზავნოს ევროპის საბჭოს, კომისიას, კომისიის ვიცე–პრეზიდენტს/საგარეო საქმეთა საკითხებში და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, წევრ–სახელმწიფოების მთავრობებს და ეროვნულ პარლამენტებს, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას და პარლამენტს, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას და პარლამენტს.

სტატიის ავტორი: armenian-community.ge.

Leave a Reply