სომხეთის ცესკო ზეწოლას ახორციელებს

ინიციატივა „მოქალქე დამკვირვებელი“ განცხადებას ავრცელებს. მის თანახმად ცენტრალური საარჩევნო კომისია ზეწოლას ახდენს იმ პირებზე, რომლებმაც საარჩევნო დარღვევების შესახებ განაცხადეს.

ტექსტში ნათქვამია:

„2017 წლის 4 აპრილს გამოქვეყნდა სია იმ მოქალაქეებისა, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ, 5 აპრილს, მოქალაქე არმენ ამეხიანმა მიმართა ინიციატივა „მოქალაქე დამკვირვებლის“ წევრ არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლების ევროპული გაერთიანების“ ოფისს, იმის თაობაზე, რომ ამომრჩეველთა ხელმოწერებში თავისი სახელის გასწვრივ ხელმოწერაც და ბეჭედიც აღმოაჩინა. სინამდვილეში, მას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.

იმავე დღეს აღნიშნულმა პირმა, შემთხვევასთან დაკავშირებით, ხელი მოაწერა შესაბამის განცხადება-მიმართვას. თუმცა მეორე დღეს, 6 აპრილს, ა. ამეხიანი არსამთავრობო ორგანიზაციის ოფისში მივიდა და განაცხადა, რომ მას კარგად არ ახსოვს, მაგრამ სინამდვილეში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. ამის გამო ის აღარ არეგისტრირებს ცესკოს საწინააღმდეგო განცხადებას და არასამთავრობო ორგანიზაციისგან ითხოვს მის მიერ ხელმოწერილი საბუთის ორიგინალის უკან დაბრუნებას“

როგორც ინიციატივა „მოქალაქე დამკვირვებლის“განცხადებაშია ნათქვამი: „მოვლენათა მსგავსი განვითარების შემთხვევაში, ჩნდება ეჭვი ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე ცესკოს მიერ პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენის შესახებ“.

Leave a Reply