Latest posts by Aliq Media (see all)
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ მამწვარას მოსახლეობის 40%-ზე მეტი ვერ სარგებლობს მაღალმთიანი რეგიონებისთვის ელექტროენერგიაზე დაწესებული 50%-იანი სუბსიდირებით.
სოფელ მამწვარას მაცხოვრებლები ჩივიან, რომ კანონი ძალაში შევიდა 2017 წლის 1 იანვრიდან, მაგრამ პასუხი დღემდე არ არის, თუ როდიდან შეძლებენ აღნიშნული სუბსიდიით სარგებლობას.
„უკვე 4 წელია რაც ავიღე მაღალთიან რეგიონში მცხოვრების სტატუსი და ჩემი მონაცემები გადავეცი კომპანია „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ იმისათვის, რომ შევძლო სუბსიდიით სარგებლობა, თუმცა დღემდე ვიხდი იმდენს, რამდენ ელექტროენერგიასაც რეალურად მოვიხმარ. მე არ მესმის, უკვე 30 წელია არც კი გავსულვარ საქართველოდან, ვცხოვრობ სოფელ მამზარაში, რატო შეუძლია ჩემს მეზობელს სუბსიდიით სარგებლობა, მე კი-არა“-ამბობს სოფელი მამწვარას მაცხოვრებელი გალუსტ მანუკიანი.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ელექტროენერგიის სუბსიდირებისთვის 2017 წელს 292 833 ლარი გამოიყო, იუწყება ნინოწმინდის სათემო რადიო nor.ge.
საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ გულისხმობს, აბონენტის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის) მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტის ანაზღაურებას, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა.