Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შავარშ ქოჩარიანის თანხლებით, სომეხთა გენოციდის მხვერპლთა ხსოვნის მემორიალს, წიწერნაკაბერდს ეწვია.
მიხეილ ჯანელიძემ მემორიალი გვირგვინით, ხოლო მარადიული ცეცხლი, ყვავილებით შეამკო.
საქართველოს დელეგაციას თან ახლდა სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სურენ მანუკიანი, რომელმაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მემორიალის შექმნის ისტორია უამბო.