Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე დღეს , 11 აპრილს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარქისიანთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან კარენ კარაპეტიანთან და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან.
სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ იგეგმება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.