Latest posts by Aliq Media (see all)
დღეს, სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საპარლამენტო არჩევნებიდან 1 კვირის შემდეგ, არჩვნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
სომხეთის საპარლამენტო არჩვნებში მონაწილეობის უფლება 2 588 468 მოქალაქეს ჰქონდა, მათგან მონაწილეობა მიიღო 1 575 786 მოქალაქემ, ბათილად გამოცხადდა 6 679 ბიულეტენი.
არჩევნების შედეგების თანახმად პარლამენტი შედგება 4 პოლიტიკური ძალისგან. სომხეთის რესპუბლიკურმა (მმართვლმა) პარტიამ 770 441 ხმა მიიღო, კოალიციამ „წარუკიანი“ 428 836 ხმა, კოალიციამ „გამოსავალი“ 122 065 ხმა და სომხურმა რევოლუციურმა ფედერაციამ (დაშნაკცუტიუნი)103 048 ხმა.
5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა 5-მა პოლიტიკურმა ძალამ, ესენია: პარტია სომხური აღორძინება (58 265 ხმა), თავისუფალი დემოკრატები (14 739 ხმა), „კონგრესი-სომხური დემოკრატიული პარტია“ (25 950 ხმა), სომხეთის კომუნისტური პარტია (11 741 ხმა), კოალიცია „ოჰანიანი-რაფი-ოსკანიანი“ (32 508 ხმა).
ამრიგად, სომხეთის მმართველ, რესპუბლიკურ პარტიას 58 მანდატი ექნება, კოალიციას „წარუკიანი“ 31 მანდატი, კოალიციას „გამოსავალი“ – 9, ხოლო სომხურ რევოლუციურ ფედერაციას(დაშნაკცუტიუნი)7 მანდატი. ეთნიკური უმცირესობებისთვის ოთხი მანდატია განკუთვნილი. მათგან 3 – რესპუბლიკური პარტიის წევრებმა მოიპოვეს, 1 კი კოალიცია „წარუკიანის“ წევრს ერგო.