ვაშინგტონში სომეხთა გენოციდის ბიბლიოთეკა გაიხსნა

სომეხთა გენოციდის მკვლევარებსა და ისტორიკოსებს საშუალება ეძლევათ ვაშინგტონის სომეხთა გენოციდის ბიბლიოთეკაში დაცული 500 გამოცემით ისარგებლონ.

 „სომეხთა გენოციდის ბიბლიოთეკა კვლევითი ცენტრის მიერ  დაგეგმილი პროექტიდან მხოლოდ ერთი ნაწილია, ჩვენ ვქმნით სისტემას, რომლის მეშვეობითაც მკვლევარები სომხეთის ეროვნული ინსტიტუტის მიერ 40 წლის განმავლობაში გამოცემული კრებულებით შეძლებენ სარგებლობას. სომხურ ეროვნულ ინსტიტუტში ასევე დაცულია სომეხთა გენოციდისგან გადარჩენიელი ხალხის მიერ მოთხრობილ ამბებზე შექმნილი ნამუშევრებიც“– აღნიშნა სომხური ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა – რუბენ ადალიანმა.

ბიბლიოთეკის გახსნას სომეხთა გენოციდის მუზეუმის დირექტორი – ჰაიკ დემოიანი დაესწრო, რომელიც მიესალმა ბიბლიოთეკის გახსნას და აღნიშნა, რომ „ასეთი ბიბლიოთეკის გახსნა ამერიკის დედაქალაქში ძალიან მნიშვნელოვანია“.

Leave a Reply