Latest posts by Aliq Media (see all)
თურქეთმა, სომხეთის ნახიჯევანის და ირანის საზღვარზე, განაღმვითი სამუშაოები დაიწყო. თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, განაღმვითი სამუშაოები ჯერჯერობით იგდირის პროვინციაში ტარდება, რომელიც სამ ქვეყანას ესაზღვრება.
სამუშაოები 1 წელს გაგრძელდება. განაღმვის არეალი 15 მილიონი კვადრატულიი კილომეტრია. სამუშაოების ჩატარებისას სპეციალური ტექნიკა და გაწვრთნილი ძაღლები იქნება გამოყენებული. განაღმვით ტერიტორიებზე დაახლოებით 222 ათასი ნაღმი არის განთავსებული. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე თანამედროვე სასაზღვრო უსაფრთხოების სისტემა განთავსდება.