Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის თავთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მისნისტრმა, სერგეი ლავროვმა ,სომხეთის რუსუენოვალ გაზეთ„ნოვოე ვრემიაში“ სტატია გამოქავეყნა.
„ერვაზიულ ეკონომიკურ კავშირში სომხეთის გაწევრიანების შემდეგ, ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ჰორიზონტები გაიხსნა. ტარდება საერთო სამუშოები სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის, ევრაზიული ეკონმიკური კავშირის კანონების შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით“-აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება სომხეთის წვლილს სირიელი მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების საქმეში.
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათვმჯდომარე ,ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი წერს:„მოსკოვი რჩება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების აქტიური მონაწილე“.
ლავრომვა კიდევ ერთხელ ხაზი გასუვა იმას, რომ დაპირისპირებულ მხარეებთან შეთანხმებულია საკითხთა დიდი ნაწილი, გარდა რამდენიმე სერიოზული საკითხისა. ამავე დროს ის აღნიშნავს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება დამოკიდებულია სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების პოლიტიკურ ნებასა და ურთიერთდათმობებზე წასვლის მზადყოფნაზე .