Latest posts by Aliq Media (see all)
„საუბარი იმის შესახებ, რომ არჩევნები თავისუფალი იყო, და ამომრჩეველმა საკუთარი ნებით გააკეთა არჩევანი, ცალსახად არ შეგვიძლია“-მსგავსი შეფასება მისცა საარჩევნო პროცესს, ინიციატივა „მოქალაქე დამკვირვებელის“ წევრმა, ჰერიქნაზ ტიგრანიანმა.
საარჩევნო პროცესი ,მისი თქმით, საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა, რაც დამკვირვებლის აზრით იმას ნიშნავს, რომ იყო გადაცდენები.
არჩევნებზე დამკვირვებლის როლში მყოფი ცნობილიკანადელი მსახიობი (ეთნიკურად სომეხი), არსინე ხანჯიანი კი აღნიშნავს, რომ ამომრჩევლებში, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, ინფორმირებულობის ნაკლებობა შეინიშნებოდა.
ამის შესახებ მან, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ინიციატივა „მოქალაქე დამკვირვებლის“ მიერ მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.