არჩევნები სომხეთში. თავდასხმა ჟურნალისტზე

ერევნის უბან კონდში თავდასხმის მსხვერპლი, „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახურის ჟურნალისტი, სისაკ გაბრიელიანი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

„ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჩვენმა ჟურნალისტმა შეამჩნია, რომ  საარჩევნო უბანში შესვლამდე ამომრჩევლები რესპუბლიკური პარტიის დეპუტატობის კანდიდატ, ჰაკობ ბეგლარიანის შტაბში შედიან. შტაბიდან გამოსვლისას  რამდენიმე მათგანის ხელში ჟურნალისტმა ფული შენიშნა, რის შემდეგაც პიროვნება ისევ შტაბში შევიდა.

ადგილზე მყოფმა პირებმა , ჟურნალისტის დანახვისას,  მას აუხსნეს, რომ ეს ხმის მოსყიდვა კი არა, არამედ ხელფასის გაცემა იყო.  ამის შემდეგ შტაბში მყოფმა ახალგაზრდებმა ჟურნალისტზე თავდასხმა განახორციელეს, რა დროსაც  მობილური წაართვეს და თვალი  მსუბუქად დაუზიანეს. „ – ნათქვამია „რადიო თავისუპლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply