საარჩევნო გარემო ლორის რაიონში

ამომრჩეველთა რაოდენობით ლორის რაიონი პირველია სომხეთში – 238,975 ამომრჩეველი.

ლორის რაიონში მოქმედებს 221 საარჩევნო  უბანი.  რამოდენიმე  მედია ორგანიზაციას უკვე აცნობეს საარჩევნო დარღვევების შესახებ.  კონკრეტულ დარღვევებზე ლაპარაკობენ  „იელქ“ (გამოსავალი) ალიანსის დამკვირვებლები.  მათი თქმით,  ხშირად, საარჩევნო ქვითრის ნომერი არ შეესაბამება ჟურნალში დაფიქსირებულ ნომერს. ზოგიერთ უბანზე, სომხეთის „რესპუბლიკური“ და „კომუნისტური“ პარტიების საარჩევნო ბიულეტენის კუთხეში, შავი ნიშანი აღმოაჩინეს.

ვანაძორის 23/57 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჰაიარფი სარგისიანი, ალიქ მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ დიდია ალბათობა იმისა, რომ იყოს ძალიან ბევრი გაუქმებული ბიულეტენი,  რადგან ახალ საარჩევნო წესს ხალხი არ არის მიჩვეული.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში პარტიებისთვის ბარიერი არის 5%, ალიანსებისთვის კი 7%.

 

Leave a Reply