Latest posts by Aliq Media (see all)
დღეს, 2017 წლის 2 აპრილს, სომხეთში იმართება 2015 წლის საკონსტიტუციის ცვლილებების შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები. 2017 წლის არჩევნები არის სომხეთის 6-ე მოწვევის პარლამენტის არჩვენები. ამ არჩევნებით სომხეთი გადადის მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე.
სომხეთის 2017 წლის საპარლამნტო არჩევნებში სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია.
ორგანიზაცია „მრავალეროოვანი საქართველო“ აკვირდება არჩევნებს მის პარტნიორ ორგანიზაციასთან „საერთაშორისო გამჭვირვალობა სომხეთთან“ ერთად.
„საქართველოდან ამჟამად არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის შესასრულებლად სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფება 150 დამკვირვებელი. ისინი გადანაწილებულნი არიან შემდეგნაირად: 40 დამკვირვებელი არის რეგიონში, ხოლო 110 – ერევანში. აქედან 90 უბანზე იმუშავებს, ხოლო 20 – მობილური ჯგუფია“-ამბობს ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამების კოორდინატორი ირმა ბასილაშვილი.
ორგანიზაციის მიერ მონიტორინგის მისიაში მონაწილე დამკვირვებელთა ჯგუფი შედგება როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან, ასევე საქართველოში მოღვაწე შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი, ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საზოგადოებრივი დამცველი, კოალიცია “სამოქალაქო განვითარებისთვის“, განვითარებისა და დენოკრარიის ცენტრი, თავისუფალი არჩევანი.
მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“, 2005 წლიდან ახორციელებს არჩევნებზე სადამკვირვებლო პროგრამას ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, კახეთის, შიდა ქართლისა და აჭარის რეგიონებში.
ელექტორალურ თემაზე ორგანიზაციის მიერ შემუშვებული რეკომენდაციები მიეწოდება სხვადასხვა დაინტერსებულ მხარეს. მათ შორის ადგლობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, იზიარებენ „მრავალეროვანი საქართველოს“ რეკომენდაციებს.