Latest posts by Aliq Media (see all)
29 მარტს ახალაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე პოლიციასა და დაჯარიმებულ მძღოლს შორის ინციდენტი მოხდა .
ახალგაზრდა მძღოლი უსაფრთხობის ღვედის გარეშე მოძრაობის გამო დააჯარიმეს. თუმცა, თვითმხილველთა თქმით, როდესაც საპატრულო პოლიციამ მანქანა გააჩერა და მძღოლს საბუთების წარდგენა სთხოვა, ახალგაზრდამ სწორედ ამ დროს მოიხსნა უსაფრთხოების ღვედი და მანქანიდან გადმოვიდა, წერს სააგენტო jnews.ge. შემთხვევის ადგილზე ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი. მძღოლი და საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ხმამაღლა კამათობდნენ.
ხალხში ისმოდა შეძახილები: „ყველას აჩვენეთ, ახალქალაქში პოლიცია როგორ მუშაობს!!!“. მალევე კამათში ადგილობრივი პოლიცაც ჩაერია.
ადგილზე მყოფი სხვა მძღოლების აზრით, საპატრულო პოლიცია მძღოლებს ხშირად უმიზეზოდ აჯარიმებს.
შეკრებილმა მოსახლეობამ და პოლიციის თანამშრომლებმა მოილაპარაკეს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ ვიდეოჩაწერის შემოწმების შემდეგ იქნება მიღებული.
როგორც სააგენტო იუწყება, მსგავსი შემთხვევები მძღოლებსა და პატრულის თნამშრომლებს შორის თანდათანობით მატულობს. მძღოლები ხშირად ეკამათებიან საპატრულო პოლიციას და ეს საქმეები სასამართლომდეც კი მიდის.