Latest posts by Aliq Media (see all)
თომას დე ვაალი – „მხოლოდ რუსეთის ჩართულობით ყარაბაღის საკითხის დარეგულირების პროცესში წარმატება შეუძლებელია .“
კარნეგის ფონდის წამყვანი მეცნიერმა, სამხრეთ კავკასიის საკითხების ექსპერტმა თომას დე ვაალმა, აზრი გამოთქვა, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხის დასარეგულირებლად საჭიროა, ეუთოს მინსკის ჯგუფის აშშ-სა და საფრანგეთის ჩართულობა.
„დარეგულირების საკითხში აშშ-სა და საფრანგეთის გააქტიურება, რთული საკითხია. საფრანგეთს მინიმუმადე აქვს დაყვანილი რეგიონში ჩართულობა, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რეგიონთან დაკავშირებით სერიოზული საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი არ გააჩნია“-აღნიშნა დე ვაალმა და დაამატატა, რომ „ასეთ პირობებში შექმნილ ვაკუუმს, რუსეთი ავსებს“ – წერს სააგენტო civilnet.am.
აზერბაიჯანიდან გაჟღერებულ აგრესიულ რიტორიკაზე საუბრისას თომას დე ვაალმა აღნიშნა:
-მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ აზერბაიჯანის საზოგადოება ღია არ არის და ჩვენ გვესმის მხოლოდ ოფიციალური ხმა. ჩვეულებრივ ხალხს, ომი არ უნდა. გარდა ამისა, აზერბაიჯანში სერიოზული შეშფოთება იგრძნობა ტერიტორიების დაკარგვასთან დაკავშირებით.