Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად და 5%-იანი ბარიერის გადასალახად პარტიები ბრძოლას განაგრძობენ. მიუხედევად იმისა, რომ სომხეთი ეთნიკური უმცირესოსბების სიჭრელით არ გამოირჩევა, პარლამენტში ეთნიკური კვოტირებით 4 ადგილი-იეზიდების, ქურთების, ასირიელებისა და რუსებისთვის არის გათვალისწინებული.
Aliq Media გაესაუბრა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომაგდენელს ლუსინე ზაკალაშვილს, რომელიც კენჭს იყრის სომხეთის 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
ლუსინე აღნიშნავს, რომ უკვე 10 წელზე მეტია მუშობს არასამთავრობო ორგანიზაციაში როგორც პროექტების ხემლძღვანელი და ტრენერი. როდესაც 2011 წელს სომხეთში პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დაფუძნდა, მან პარტიის წევრობა გადაწყვიტა. 26 წლის ლუსინემ განათლბა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო და აქვს რომანო-გერმანული ენების ფილოლოგის მაგისტრის ხარისხი.
„მე ერევანში დავიბადე, მამა ქართველი მყავს, მარნეულიდან, ხოლო დედა სომეხი. მამაჩემი დიდი ხნის გადმოსული იყო სომხეთში და ოჯახთან ერთად აქ ცხოვრობდა, როდესაც ცოლი შეირთო. 10 წელზე მეტია ვმუშობ არასამთავრობო ორგანიზაციაში როგორც პროექტების ხემლძღვანელი და ტრენერი, ხოლო 2011 წელს, როდესაც სომხეთში დაფუძნდა პარტია „თავისუფალი დემოკრატები“, პარტიის წევრობა გადავწყვიტე. ვფიქრობ, რომ არასამთავრო ორგანიზაციის მეშვეობით პატარა ცვლილებების განხორციელებაა შესაძლებელი, ხოლო პოლიტიკის მეშვეობით – დიდი ცვლილებების. ჩემ თავს ლიბერალად ვთვლი, როგორც მსოფლიოში ყველა თავისუფალი დემოკრატი.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს გამოცდილებაზე დაყრდნობით, სომხეთიც შეძლებს ევროპულ ქვეყანად გადაქცევას. ჩვენ საკმარისად გვყავს განათლებული და ხალისიანი ახალგაზრდები, რომლებიც ვერ ეგუებიან ახლანდელ მთავრობას და მომვალის გზას ევროპისკენ სწრაფვაში ხედავენ, მათ შორის ჩვენი მეშვეობით.
ის, რომ ქართველები, როგორც ეთნიკური უმცირესობა , არ არიან უმცირესობათა კვოტურ სისტემაში წარმოდგენილნი, არასწორია. არა იმის გამო, რომ მეც უნდა ვიყო, არამედ იმის გამო, რომ განსხვავებული მიდგოაა ამა თუ იმ ეთნიკური უმცირესობის მიმართ“-ამბობს ლუსინე.
შეკითხვას, მის ეთნიკურ კუთვნილებას რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს პარტიის შიგნით ან ზოგადად, ლუსინე ასე გვპასუხობს:
-პარტიაში არასდროს მქონია რაიმე პრობლემა, განსკუთრებით კი ჩემი ეთნიკური კუთვნილების ან გვარის გამო. „თავისუფალი დემოკრატები“ – თავისუფალი პარტიაა.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ცხოვრებას, ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც გაუგიათ, რომ ქართველი ვარ უკითხავთ, თუ რას ვაკეთებ სომხეთში, რატო მაქვს ქართული გვარი ან რატო არ ვიცვლი გვარს.
როგორც ლუსინე ზაკალაშვილი გვიყვება, წინასაარჩევნოდ კარდაკარ სიარულისას და პარტიის იდეებისა და პროგრამის გაცნობისას ერთ-ერთ ეზოში უთხრეს – „ სომხურად ასე კარდაგ რომ ლაპარაკობ, ქართული გვარი რატომ გაქვს?“
„მე მოვუყევი ჩემს შესახებ, მათ კი მითხრეს, რომ გვარი შემეცვალა და სომხურად გადამეკეთა. გავოგნდი, შემდეგ კი დიდი ხანი ვესაუბრე მათ და ვუთხარი, რომ ასეთი რამ გამორიცხულია. გვარს, ზაკალაშვილი,არასდროს შევიცვლი, ამას ეთერში ხმამაღლა ვაცხადებ. მე მეამაყება ის, რომ „შვილი“ ვარ!“
ლუსინე ზაკალაშვილი ასევე საუბრობს საქართველოს როლზე რეგიონში და ამბობს, რომ საქართველო ერთადერთდია, რომელმაც შეძლო ევროპულ ოჯახში გაწევრიანება.
„ეს ისაა რაც მეც მინდა, და თუ საქართველომ შეძლო, დარწმუნებული ვარ სომხეთიც შეძლებს, ჩვენ ერთმანეთთან ძლიან ახლო ერები ვართ“.
ორ ერს შორის მსგავსებაზე და განსხვავებაზე საუბრისას მან აღნიშნა:
„მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ზოგადად, სიტყვა „ეროვნული“ უკვე ძალიან ნაციონალისტურად ჟღერს. მე მიხარია რომ ქართული გვარი მაქვს, ვარ სომხეთის მოქალაქე, მაგრამ მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ“.
ქართულ – სომხურ ურთიერთობებზე ლუსინე ასე საუბრობს:
„ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ საქართველოს თავისი პოლიტიკური ინტერესები გააჩნია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მთავრობა ფიქრობდეს თავის მოქალაქეებზე. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ ქათულ-სომხური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაიმეს ფასად“.
სულ ბოლოს კი ვისაუბრეთ კულტურის შენარჩუნებასა და ასიმილაციაზე.
-ლუსინე, საქართველოში ჩვენ, ეთნიკური უმცირესობები, ვცდილობთ ინტეგრაციას და ამავე დროს, ჩვენი კულტურის, ენის და ტრადიციების შენარჩუნებას, რამდენად გამოგდით ასიმილირებას თავი აარიდოთ ?
-საინტერსო შეკითხვაა, იმდენად გამოგვდის, რამდენადაც კვირაობით დავდივართ ქართულ სათვისტომოში, ავღნიშნავთ გიორგობას და ყველა ქართულ დღესასწაულს. აღდგომასაც ქართული კალენდრით ავღნიშნავთ. ჩვენთან ქართული კერძებიც ყოველთვის მზადდება, ამით ჩემ თავს ქართული ოჯახის წევრად ვგრძნობ“.
ბოლოს კი ლუსინემ დაამატა „მე ვარ ლუსინე ზაკალაშვილი, სომხეთის მოქალაქე და მინდა, ისევე როგორც საქართველო, სომხეთი გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“.