Latest posts by Aliq Media (see all)
ორგანიზაციამ „ღია საზოგადოება პარტნიორობისთვის“ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებთან შეხვედრები ჩაატარა.
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე, რამდენიმე სამოქალაქო არასამთავრობო ორგანიზაციამ, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კითხვარები შეიმუშვა. კითხვარები წარედგინა პარტიებსა და კოალიციებს, რათა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციები გამოეხატათ.
აღნიშნულ კითხვარს 9 პარატიასა და კოალიციიდან მხოლოდ ოთხმა უპასუხა, ესენია კოალიცია „გამოსავალი“, „სომხეთის რევოლუციური ფედერაცია“ (დაშნაკცუთიუნ), „თავისუფალი დემოკრატები“ და კოალიცია „ოჰანიანი-რაფი-ოსკანიანი“. ამავე დროს კითხვარის 64 შეკითხვას რიგითმა მოქალაქეებმაც უპასუხეს. ანალიზისთვის, მოქალაქეების პასუხები პარტიების მიერ გაცემულ პასუხებს შადარეს.
კვლევის შედეგად ,კორუპციის წინააღმდეგ ბრძლის საკითხში 4 პოლიტიკური ძალისა და საზოგადოების მოსაზრება ერთმანეთს დაემთხვა.
„ყველა თვლის, რომ უკანონო გამდიდრების შედეგია, რომ ეროვნულ კრებაში (პარლამენტი) 16 მილიონერი გვყავს და რომ ინტერესთა დაპირისპირების საკითხთან დაკავშირებული მკაცრი კანონის მიღებაა საჭირო. კოალიცია „ოჰანიანი-რაფი-ოსკანიანი“ აღნიშნავს, რომ მხოლოდ იმ მილიონერებს შეუძლიათ პარლამენტში წარდგენილნი იყვნენ, რომლებმაც კანონიერი გზით მოიპოვეს თავიანთი სიმდიდრე. თუმცა, აქვე აღნიშნავენ, რომ სომხეთის შემთხვევაში ეს შეუძლებელია“– ყვება კორუპციის წინააღმდეგ ბრძოლის საბჭოსთან შექმნილი მონიტორინგის კომისიის დამკვირვებელი ვარუჟან ჰოკტანიანი.
ოთხი პოლიტიკური ძალისა და საზოგადოების გამოკითხვის თანახმად, იშვიათი დაპატიმრებები კორუპციის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტ როლს ვერ შეასრულებს.
ფოტო: imedinews.ge.