Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთში წინასაპარლამენტო არჩევნებამდე სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო-ქართლის სომხურმა არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭომ საკუთარი ინიციატივით ერევნაში მთელი რიგი შეხვედრები გამართა სომხეთის საპარლამანეტო არჩევნებში მონაწილე ცხრა ბლოკიდან და კოალიციიდან, რვასთან.
სამცხე-ჯავახეთში არსებულ პრობლემებსა და შემდგომი თანამშრომლობის ასპექტებზე საუბრის შემდეგ, საბჭო გაეცნო პოლიტიკური ძალების წინასაარჩევნო პროგრამებს.
„არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭო, ორწლიანი განხილვების შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჯავახეთში არსებული პრობლემების ნაწილი ოფიციალურ ერევანთან არის დაკავშირებული. ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სომხეთის პოლიტიკურ ძალებთან შეხვედრა. განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში მოგვესმინა მათი ხედვა სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების, კერძოდ კი ჯავახეთის საკითხთან მიმართებაში, სოციალურ- ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სხვა ჭრილში. შეხვედრების შედეგების შეჯამების შემდეგ, საბჭო გააკეთებს განცხადებას“-აღინიშნა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო-ქართლის სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭოს კოორდინატორმა არტაკ გაბრიელიანმა.
2016 წელს , საბჭომ მსგავსი შეხვედრები გამართა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებთან და თავისი მოსაზრებები გაუზიარა ქვეყნის განვითარების, უსაფრთხოების და წისნვლის თვალსაზრისით.
სომხეთში გამართული შეხვედრების შედეგად საბჭო გააკეთებს კონკრეტულ მიმართვას, რათა სომხეთში მცხოვრები 400 000 ჯავახელის ხმები მიმართოს იმ პარტიის ან კოალიციის სასარგებლოდ, რომელსაც რეალისტური პროგრამა გააჩნია სამცხე-ჯავახეთთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევებში მონაწილე 9 პარტიასა და კოალიციიდან მხოლოდ „დაშნაკცუტიუნს“ გააჩნია ჯავახეთთან დაკავშირებული კონკრეტული პროგრამა.
არტაკ გაბრიელიანის თქმით, მხოლოდ „დაშნაკცუტიუნის“ პოზიცია ემთხვევა სომხური ორგანიზაციების საბჭოს ხედვას.
„ჩვენ ახალალქალაქში საბჭოს გაფართოებულ სხდომას გავმართავთ, რომლის შემდეგაც პრეს-კონფერენციას მოვიწვევთ და წარვდგებით შესაბამისი განცხადებით“-აღნიშნა საბჭოს კოორდინატორმა არტაკ გაბრიელიანმა.
სააგენტო www.jnews.ge. ცნობით, საბჭო შეხვდა არჩვენებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ ძალას, გარდა კოალიციისა „წარუკიან“. ასევე გაიმართა პირადი შეხვედრები დეპუტატობის კანდიდატებთან : ტაჭატ ვარდაპეტიანთან, შირაკ თოროსიანთან და ვარდან აივაზიანთან, რომელბიც წარმოშობით ჯავახეთიდან არიან.