Latest posts by Aliq Media (see all)
ერევნის სამედიცინო ცენტრში – „ერებუნი“, რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაცვლილი „პურის მომტანის“ – ართურ სარგსიანის გაკვეთა დასრულდა. საერთაშორისო, მათ შორის ქართველი ექსპერტების ექსპერტიზაზე დასწრების მიზნით, დაზარალებულის ადვოკატებმა გაკვეთის ვადის გადადების შუამდგომლობა წარადგინეს, თუმცა საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, სხეულის ქსოვილებისა და უჯრედების შესაძლო ტრანსფორმაციის გამო, გაკვეთის გადადება შეუძლებელი გახდა.
მთელი სომხეთისთვის, 49 წლის ართურ სარგსიანი გასული წლის ივლისში „პურის მომტანის“ სახელით გახდა ცნობილი, მაშინ, როდესაც ერევნის პოლიციის განყოფილების ტერიტორია მოძრაობამ „სასნა წრერ“ დაიკავა, ართურ სარგსიანმა პოლიციის ბარიკადები გაარღვია და აქციის მონაწილეებს საკუთარი მანქანით პური და საჭმელი მიუტანა.
მოგვიანებით, აგვისტოს თვეში მას ბრალი „ორგანიზებული ჯგუფისგან ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენაში, შენახვასა და გადაადგილებაში, პოლიციის განყოფილებაში უკანონოდ შეჭრასა და აღნიშნული ქვედანაყოფის ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის დაკავების ფაქტზე” დასდეს, ამის შემდგომ პრევენციული ღონისძიების სახით, მათ ართურ სარგსიანი დააპატიმრეს.
დეკემბრის ბოლოს სასამართლომ დაპატიმრების გადაწყვეტილება შეცვალა და „პურის მომტანი“ გაათავისუფლეს. თებერვალში სასამართლომ ართულ სარგსიანი ორი თვით ისევ დააკავა, დაპატიმრების მიზეზად კი მისი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადება გახდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ართურ სარგსიანის დაცვის მხარემ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დახმარებისთვის მიმართა, რადგან სარგსიანის მდგომარეობა ციხეში მკვეთრად გაუარესდა და მას კურნალობის გაგძელება სტაციონარში სჭირდებოდა.
სასამართლო მიმართვას სომხეთის მთავრობისგან განმარტების თხოვნით გამოეხმაურა.
10 თებერვალს „პურის მომტანმა“ შიმშილობა დაიწყო და 6 მარტს მთელი რიგი დეპუტატების პირადი შუამავლობით ის კიდევ ერთხელ გაანთავისუფლეს პატიმრობიდან.
ართურ სარგსიანის სიკვდილის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გარდაცვალების წინასწარ მიზეზად სამედიცინო ცენტრის ცნობაზე დაყრდნობით გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა დასახელდა.
უკვე რამოდენიმე დღეა ერევანში – თავისუფლების მოედანზე მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები „პურის მომტანის“ „ერაბლურის“ პანთეონში დაკრძალვას, მის სიკვდილში დამნაშავეების დასჯას და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.
ართურ სარგსიანმა „პურის მოტანა“ ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო. ყარაბაღის ომის დროს მას პური ფრონტის ხაზზე მებროძოლი ბიჭებისთვის მიჰქონდა. ამჯერადაც ჯგუფის „სასნა წრერ“ წევრების პურისა და საჭმლის გარეშე ყოფნა მისთვის მიუღებელი იყო, სწორედ ამის გამო რაც შეძლო, ის გააკეთა.
დღეს სომხურ მედიასა და საზოგადოებაში არტურ სარგსიანს უკვე გმირად მოიხსენიებენ. მასზე წერენ:
„არტურ სარგსიანს უნდა ეცხოვრა „პურის მომტანის“ სტატუსით. ის ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა დაუდგე მხარში ადამიანს. ის სიკეთის სიმბოლოა.
„პურის მომტანის“ გარდაცვალების გამო რამდენიმე პარტიამ საარცევნო კამპანიაც კი შეაჩერა.
რამოდენიმე პარტიამ საარჩევნო კამანია შეაჩერა.