Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის პრეზიდენტის – სერჟ სარგსიანის ვიზიტი მოსკოვში გუშინ ოფიციალურად დასრულდა , დღეს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის – სერგეი ლავროვის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც ლავროვმა ჟურნალს Regional Post-Caucasus-სს მისცა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხურ გამოცემებს არც თუ ისე ხშირად აძლევს ინტერვიუს. ნებისმიერ შემთხვევაში საგარეო პოლიტიკის უწყების თავკაცი მხოლოდ ორ თემაზე ამახვილებს ყურადღებას: სომხურ-რუსულ ალიანსსა და სომხეთის ეკონომიკაში რუსეთის ინვესტიციებზე, და ასევე სომხურ-თურქული ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე.
„ურთიერთობების მოგვარება რუსეთსა და თურქეთს შორის არ განიხილება როგორც პროცესი, რომელიც ზიანს მიაყენებს სხვა სახელმწიფოებს. რუსეთს არ აქვს ფარული მიზნები. ჩვენ არ ვცდილობთ შევქმნათ პოლიტიკური ან ეკონომიკური ალიანსი, რომელსაც მესამე ქვეყნის წინააღმდეგ მათი ინტერესების გასანადგურებლად გამოვიყენებთ. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომშრომლობითვის. დარწმუნებულნი ვართ რომ გამოვიყვანთ კრიზისიდან რუსულ-თურქული ურთიერთობების მრავალთვიან დაძაბულ ურთიერთობებს, რაც თავის მხრივ რეგიონში ურთიერთგაგებასა და ნდობას მოგვაპოვებინებს. ეჭვი არ გვეპარება იმაშიც, რომ ანკარასთან ორმხრივი ეტაპობრივი თანამშრომლობის აღდგენა მსოფლიოს – სარგებლობას, სამხრეთ კავკასიას კი სტაბილურობას მოუტანს – ამბობს ლავროვი.
დახურულ სომხურ-თუქრულ საზღვრზე საუბრისას, ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი მხოლოდ მიესალმება იმ ფაქტს, თუ „სომხურ-თურქული ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საზღვრის გარე პერიმეტრი ხალხის თავისუფლად გადაადგილების, სავაჭრო საქონლისა და მომსახურებისთვის იქნება გახსნილი.
„ეჭვგარეშეა, რომ ეს მთლიანობაში რეგიონს წაადგება. აღვნიშნავ, რომ 2007-2009 წლებში სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გალღობის აქტიურ ფაზაში რუსეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.
ერთობლივი ძალებით მიღებული შედეგი კი – ერევანსა და ანკარას შორის 2009 წლის 10 ოქტომბერს ციურიხში ორ ქვეყანას შორის „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ” და „ურთიერთობების განვითარების” შესახებ პროტოკოლების ხელმოწერა იყო, რომელსაც რუსეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, სლოვენიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები და ევროკავშირის საერთო საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამწუხაროდ მოგვიანებით პროცესის ნორმალიზება შეფერხდა, ამ დროისათვის კი მთლიანად შეჩერდა – აღნიშნა ლავროვმა.
„თუმცა პრინციპულად მნიშვნელოვანია, ის რომ მხარეებმა დაგვანახეს, რომ აქვთ კონსტრუქციული დიალოგისა და სერიოზული, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღების უნარი. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთი და თურქეთი შეძლებენ პრობლემების დარეგულირებას. ბევრი რამე თავად მათზეცაა დამოკიდებული; რადგან პოლიტიკოსების ხარისხი ობიექტური სიძნელეების რეალისტური ანალიზის სიღრმით ხომ არ განისაზღვრება, არამედ თვისებით – იყო ოპტიმისტი, იმისთვის რომ შეძლო საკუთარი მოქალაქეების იმედებისა და მისწრაფებების გაცნობიერება. როდესაც ერევანი და ანკარა მოლაპარაკებების მაგიდას შემოუსხდებიან, რუსეთი მზად იქნება ყველაზე აქტიური დახმარება გაუწიოს“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.