სომხეთის 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების სააგიტაციო კამპანია დაიწყო

5 მარტს სომხეთის 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების სააგიტაციო კამპანია დაიწყო.

2 აპრილს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას 5 პარტია და 4 კოალიცია მიიღებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, არჩევნებში მონაწილოების განაცხადი 1558 დეპუტატობის კანდიდატმა წარადგინა. საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ეროვნული კრება (პარლამენტი) სულ 101 დეპუტატისგან შედგება, აქედან 4 ადგილი ეთნიკური უმცირესობებეისთვისაა განკუთვნილი. დეპუტატთა რაოდენობა შეიძლება 180-მდე გაიზარდოს, რაც არჩევნების ტურების რაოდენობის პირდაპირპროპორციულია.

სომხეთის პოლიციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 მარტის მონაცემებით 2.564.734 შედაგენს.

მოსალოდნელი საპარლამენტო არჩვენები, 2015 წლის  საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ რიგით პირველი არჩვენებია. ამ არჩევნებით სომხეთის რესპულიკა მმართველობის საპარლამანეტო სისტემაზე გადადის.

სააგენტო jnews.ge.-ის ცნობით, ანალიტიკოსების აზრით მმართველობის ფორმირებისთვის პოლიტიკური ბრძოლა მმართველ რესპუბლიკურ პარტიასა და კოალიცია „წარუკიანი-სს“ შორის გაიმართება.

პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკური პარტიები 5%-იანი ბარიერის გადალახვას შეეცდებიან.

Leave a Reply