Latest posts by Aliq Media (see all)
ბიშკეკში ყირგიზეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მყოფი სომხეთის პრემირ-მინისტრი კრენ კარაპეტიანი რუსეთის ფედერციის მთავრობის ხელმძღვანელს, დიმიტრი მედვედევს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს იანვრის თვეში სომხეთის პრემიერის რუსეთში ოფიციალური ვიზიტის შედეგად მიღწეული შეთანხმებების განხორციელების პროცესებზე. კერძოდ კი სომხურ-რუსული საინვესტიციო ფონდის შექმნის, მეღრის რეგიონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში რუსული კომპანიების ჩართულობის და სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის ტექნიკის მიწოდების საკითხებზე.
მათ ასევე განიხილეს სომხურ-რუსული ეკონომიკური ურთიერთობების მთელი რიგი საკითხები.
სომხეთისა და რუსეთის პრემიერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სომხურ-რუსული სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება, როგორც ორმხრივ, ასევე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში, იუწყება სააგენტო armtimes.com.