Latest posts by Aliq Media (see all)
ბაქო-თბილისი-ყარსი რკინიგზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა აჰმედ არსლანმა განაცხადა.
„პროექტის განხორციელება დასასრულს უახლოვდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყარსისა და მთელი რეგიონისთვის შვების მომცემი იქნება“-განაცხადა თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა.
მისივე თქმით, ანკარა, რკინიგზის ნახიჩევანამდე, ხოლო შემდეგ ირანსა და პაკისტანამდე გაგრძელების ინიციატივით გამოდის.
„რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიბ ერდოღანთან ერთად პაკისტანში ვიზიტის ფარგლებში ვიმყოფებოდი. იქ ეკონომიკური ორგანიზაციების მე-13 სამიტი მიმდინარეობდა. მონაწილე ათი ქვეყნის ლიდერებმა იმედი გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ბაქო-თბილისი-ყარსი და ყარსი-იგდირი-ნახიჩევანის სარკინიგზო პროექტებიც უახლოეს მომავალში განხორციელდება“- თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის სიტყვებს სააგენტო РИА Новости ავრცელებს.