საგნები, რომლებას ახალქალაქში არასპეციელაისტები ასწავლიან

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლებში სპეციალისების უკმარისობაა. ის პედაგოგები, რომლებიც სკოლებში ასწავლიან, არიან ხანდაზმულები და მათ შემცვლელები არ ჰყავთ. ხშირად, რომელიმე საგანს სულ სხვა პროფილის სპეციალისტი ასწავლის.

ასეთი ვითარება წლების განმავლობაში შეიქმნა და ის უფრო და უფრო უარესდება. ერთ-ერთ სოფელში სომხური ენისა და გრამატიკის სპეციალისტი ინფორმატიკას ასწავლის.

ლინგვისტი მიშა გასპარიანი, რომელიც სოფელ ზაკში ასწავლის სომხურ გრამატიკასა და ლიტერატურას, აგრეთვე რუსულ ლიტერატურასა და ენას , ამბობს:

„ჩვენ გვყავს მხოლოდ ქართული ენის პედაგოგი, მაგრამ ყველა საგანს ხომ სჭირდება სპეციალისტი“.

სოფელი ბუღაშენის სკოლის დირექტორის, თადევოს ფალიანის სიტყვებით, რესურს ცენტრში იციან კადრების უკმარისობის შესახებ, მაგრამ ვერაფრით ეხმარებიან.

სააგენტო jnews.ge-ს აზრით, არასპეციალისტების მიერ საგნის სწავლებას მრავალი ახსნა აქვს. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ისეთი საგნების საათების რაოდენობა, როგორიცაა ქიმია, ფიზიკა, ისტორია, გეოგრაფია – 9-11 საათს აღწევს, ხოლო მთლიანი განაკვეთი სკოლებში 18 საათს შეადგენს, ამის გამო სპეციალისტები არ არიან თანახმა იმუშავონ ნახევარ განაკვეთზე.

ახალქალაქის სასწავლო რესურს ცენტრის ცპეციალისტის და საზოგადოების ინფორმირებაზე პასუხისმგებელი პირის ეკა გაჩეჩილაძის თქმით, სკოლებში სპეციალისტების თუ არასპეციელისტების მიერ სწავლება – სკოლის დირექტორის საქმეა.

„მათ თვითონ უნდა გადაწყვიტონ, თუ რამდენად შეუძლია ქიმიის სპეციალისტს ფიზიკის სწავლება, ან პირიქით. დირექტორები აცხადებენ ვაკანსიებს ხოლო შემდეგ ირჩევენ პედაგოგებს. ირჩევენ მხოლოდ სერტიფიცირებულებსა და მათ, ვინც დარეგისტრირებულია მონაცემთა ბაზაში“ – აცხადებს ეკა გაჩეჩილაძე.

თუმცა, სოფლის სკოლებში სერტიფიცირებული და მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული პედაგოგები არ მუშაოებენ . ამის გამო, დირექტორები იძულებულები არიან სამსახურში არასპეციალისტები მიიღონ.

Leave a Reply