Euronews-ი სომხეთი-ევროკავშირის შესახებ

ევროკავშირმა და სომხეთმა დაასრულეს პარტნიორობის შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები –  ამის შესახებ იუწყება სააგენტო euronews.com.

შეთანხემებას სავარაუდოდ მაისში მოეწერება ხელი.

სტატიაში ნათქვამია, რომ სომხეთი, ისევე როგორც უკრაინა, 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, გეგმავდა ევროკავშირთან უფრო მოწინავე შეთანხმების ხელმოწერას.

ამ მოვლენას კიევში ევრომაიდანი მოჰყვა. პროტესტი სომხეთშიც გამოითქვა. 2015 წელს სომხეთში ელექტროენერგიის ფასების ზრდასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებზე მოსახლეობა პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდა.

ახალი შეთანხმება ძალაში შევიდა რუსეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში სომხეთის საკამათო გაწევრიანების შემდეგ.

სტატიის მიხედვით რუსეთი აგრძელებს სამხედრო ყოფნას სომხეთში „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემის განლაგებით.

მაგრამ ხელისუფლება აცხადებს, რომ მას ასევე ჩრდილოატლანტიკურ კავშირთან სურს კარგი ურთიერთობა.

სომხეთში 2 აპრილს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. მოსახლეობამ მხარი დაუჭირეს 2015 წლის რეფერენდუმს, რომლის მიხედვითაც სომხეთი  საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება.

ჟურნალისტის შეკითხვაზე: ევროკავშირთან დადებული ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელზეც სომხეთმა 2013 წელს თქვა უარი, ასოცირების ხელშეკრულებასთან შედარებით  წინ თუ უკან გადადგმული ნაბიჯია,  სომხეთის პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „ორი მხარის კეთილი ნებით ახალი შეთანხმება თითქმის არ განსხვავდება წინა ხელშეკრულებისგან. რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ წინააღმდეგობები, რომელიც  ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან აღებული ვალდებულებების მხრივ შეიძლება გაჩნდეს“.

  • რუსეთმა გააპროტესტა ევროკავშირთან უკრაინისა და სომხეთის ასოცირების ხელშეკრულება. იძულებული იყავით თუ არა შეგერბილებინათ ხელშეკრულება, რათა რუსეთი კმაყოფილი დარჩენილიყო?.

– მოლაპარაკებების დაწყებიდან ჩვენ ვიცოდით, რომ შეგვიძლია როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ქონა, ასევე რუსეთთან ევრაზიულ ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაცია. რუსებს ჩვენთვის არასდროს უთქვამთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მსგავსი შეთანხმების ხელმოწერა. მათ გაგვაფრთხილეს, რომ  ასეთ შემთხვევაში ენერგომატარებლებზე ჩვენც ის ფასი უნდა გადავიხადოთ, რომელსაც მსოფლიო ბაზარი ადგენს.

– მომავალში შესაძლებელია თუ არა, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი გახდეს ევროკავშირის თანაბარი?

– ვფიქრობ, ჯერ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. უკეთესია ვილაპარაკოთ ამ ორ ბლოკებს შორის თანამშრომლობის შესახებ.ჩვენ  საკუთარი მაგალითით  ვაჩვენებთ, რომ ეს შესაძლებელი .

– თქვენ რისი შეთავაზება შგიძლიათ ევროკავშირისთვის? ფეხბურთელი მხითარიანი კარგი ექსპორტია, კიდევ რა?

– ჩვენ ჰენრიხ მხითარიანისა და მოჭადრაკე ლევონ არონიანის მსგავსი ბევრი ადამიანი გვყავს. ოლიმპიური ჩემპიონები გვყავს, მაგრამ აგრეთვე შეგვიძლია ევროკავშირისთვის სასარგებლო ვიყოთ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით. ასევე,  სომხეთში სწრაფად ვითარდება საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT Technology) . მაგრამ  პირველ რიგში ჩვენ  შეგვიძლია ვიყოთ ევროპელების კეთილი მეზობლები, პროგნოზირებადი მეზობლები.

– სომხეთი, თავის უსაფრთხოების თვალსაზრისით,  რუსეთის იმედზეა? ხედავთ თუ არა ალტერნატივას ნატო-ში?

– ახლახანს შევხვდი ნატოს გენერალურ მდივანს. მე ის სომხეთში მივიპატიჟე თანამშრომლობის 25-წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ წინააღმდეგობას ამ თანამშრომლობასა და რუსეთთან ჩვენს მოკავშირეობას შორის.

Leave a Reply