Latest posts by Aliq Media (see all)
ისარგებლებებს თუ არა ახალქალაქის მოსახლეობა უვიზო რეჟმით, ელოდნენ თუ არა ამ ფაქტს და რას მოუტანს მათ ეს სიახლე?
სულ მალე, მიმდინარე წლის მარტი-აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ 180 დღის განმავლობაში, ვიზის გარეშე იმოგზაურონ დასავლეთ ევროპის 30 ქვეყანაში. ახალქალაქში ეს სიახლე არც თუ ისე ოპტიმისტურად მიიღეს.
არტაკ შაშიკიანი მიიჩნევს, რომ, როდესაც საზღვრები სახელმწიფოებს შორის გახსნილია, ეს ნებისმიერ შემთხვევაში სასიხარულო ამბავია. მეორეს მხრივ, ჯავახეთის მოსახლეობისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში ჩასვლა იყოს მარტივი.
შაშიკიანის თქმით იგი მოხარულია საზღვრების გახსნის ფაქტით, მაგრამ აღნიშნავს, რომ მისთვის ეს მოულოდნელი იყო, ვინაიდან მას არ წარმოუდგენია, რომ შეძლებს საზღვარგარეთ მუშაობას. „საზღვარგარეთ მუშაობისთვის ხომ ენის ცოდნაა საჭირო.“ აქვე ამბობს, რომ ახალქალაქელებს უფრო მჭიდრო კავშირი რუსეთთან აქვთ, ვინაიდან მათი ნათესავები იქ ცხოვრობენ.
სინამდვილეში უვიზო რეჟიმი ევროკავშირში მუშაობის უფლებას არ გულისხმობს. კარინე გალსტიანი მიიჩნევს, რომ ეს უფრო ფინანსურად უზრუნელყოფილი პირებისთვისაა და არა ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რომელიც სამუშაოს აქ ეძებს თავისი სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად.
„ეს კარგია მათთვის, ვინც ყველგან იმოგზაურა, აქვს ფული და ახლა საზღვარგარეთ უნდა წასვლა. მაშინ, როდესაც ზაფხულში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან დამსვენებლები, უბრალო ხალხი ბათუმშიც კი არ არის ნამყოფი. უბრალო ადამიანისთვის სულ ერთია გახსნილია გზა თუ არა, ის ხელფასიდან ხელფასამდე მუშაობს. ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი ახალქალაქიდანაც კი არასოდეს გასულა “, – ამბობს კარინე გალსტიანი.
ნინო ინასარიძე ძალიან მოხარულია უვიზო რეჟიმით და მიიჩნევს, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის შემცირებას.
“ყოველთვის მქონდა სადღაც გამგზავრების სურვილი და ეს მუდმივად პრობლემატური იყო. არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მრავალი ადამიანისთვის. ზაფხულში ჩეხეთში ვაპირებ ჩასვლას. ყოველთვის მინდოდა. რამდენჯერმე მივმართე საკონსულოს და ვერ მივიღე ვიზა. ახლა კი მშვიდად ჩავალ და ერთი კვირა დავრჩები “, – განაცხადა ნინო ინასარიძემ.
სოროსის ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ უვიზო რეჟიმი კიდევ ერთი ნაბიჯია ევროპისკენ. „ახლა თბილისში ჩასვლა და რიგებში ლოდინი არ იქნება საჭირო. მთავარია პასპორტი, სასტუმროს ჯავშანი, ორმხრივი ბილეთი და თანხა ვიქონიოთ თან. ეს ყველაფერი წარვადგინოთ საზღვარზე, სადაც ყველაფერს გაგვიფორმებენ. ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე თუ რა მიზნით მიემგზავრებით.“- ამბობს ვანო ჩხიკვაძე.
საზღვრის გადაკვეთისას საქართველოს მოქალაქეებს თან უნდა ჰქონდეთ თითქმის ყველა ის საჭირო დოკუმენტი, რაც ვიზის მისაღებად იყო აუცილებელი. უბრალოდ აღარ იქნება საჭირო საკონსულოებში მისვლა, თანხის გადახდა და ლოდინი.
თუ არ ჩავთვლით ბალტიის ქვეყნებს, საქართველო, ყოფილი საბჭოთა კავშირის მეორე ქვეყანაა( მოლდოვეთის შემდეგ), რომელმაც ეს სტატუსი მიიღო.