Latest posts by Aliq Media (see all)
2 აპრილს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 4 ალიანსი და 5 პარტია. ყველა პარტიამ საჭირო საბუთებთან ერთად წარადგინა წინასაარჩევნო ლოზუნგი, გარდა მმართველი რესპუბლიკური პარტიისა.
წარმოგიდგენთ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ალიანსების ლოზუნგებს.
ალიანსი „გამოსავალი“ – „არჩევანი, ცვლილება, გამარჯვება“.
ალიანსი “ოჰანიანი-რაფფი-ოსკანიანი – „მემკვიდრეობა, გაერთიანება, გამარჯვება“.
პარტია „ სომხეთის რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუთიუნი“ – „ახალი დასაწყისი სამართლიანი სომხეთი“.
ალიანსი „წარუკიანი“ – „ცვლილებებისა და აშენების დროა“.
ალიანსი „სომხური ეროვნული კონგრესი-სომხური სახალხო პარტია“ – „მშვიდობა, შერიგება, კეთილდღეობა“.
პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ – “ჩვენ შეგვიძლია“.
პარტია „სომხური აღორძინება“ – „ხმა მიეცი ცვლილებისთვის, ხმა მიეცი აღორძინებისთვის“.
„სომხური კომუნისტური პარტია“ – „სამშობლო, სამსახური, სოციალიზმი“.
როგორც წერს სააგენტო lragir.am– ი აღნიშნული ძალებიდან ალიანსი „გამოსავალი და ოჰანიანი“ პირობითად ახალია და უცნობი, ხოლო სხვა პარტიებიდან უმრავლესობამ წლების განმავლობაში მოასწრო მოსახლეობის მოყტუება, რასაც შემდეგ ხსიდნენ ამომრჩევლის „გაყიდულობით“ ან მმართველობის თაღლითობით.
მათგან რამოდენიმემ შეცვალა სახელი, რითაც მძიმე წარსულისგან განთავისუფლებას ცდილობს.
წინა არჩევნებთან შედარებით პარტიებმა აირჩიეს მეტად „მოკრძალებული“ ლოზუნგები.