Latest posts by Aliq Media (see all)
ფეხსაცმლის ძირზე გამოსახული სომხური ჯვარი არის ახალქალაქის რაიონის სოფელ ბურნაშეთის მოსახლეობის პროტესტის მიზეზი. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის გამიზნული მკრეხელობა და პროვოკაცია.
„დღესდღეობით ეს საკითხი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ კარტოფილის გაყიდვის ნაცვლად ვიმყოფებით აქ, რომ მოვაგვაროთ ეს საკითხი“,-აცხადებს სოფელ ბურნაშეთის მცხოვრები მურად სირაკანიანი.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხსაცმელზე არ არის გამოსახული მისი წარმოების ადგილი, ბურნაშეთის მოსახლეობა ირწმუნება, რომ ეს ფეხსაცმელი დამზადებულია თურქეთში.
„ჩვენ გაღიზიანებული ვართ იმის გამო, რომ ჩვენი სომხური ჯვარი ფეხქვეშ არის გამოსახული. ეს ფეხსაცმელი არის თურქული წარმოების, რადგან ჩინეთში ფეხსაცმლის ძირში ჯვარს არ გამოსახავდნენ.
„ჩვენ სოციალური ქსელების მეშვეობით ვიპოვით ამ ფეხსაცმლის მწარმოებელს და ვუჩივლებთ ასეთი უპატივცემულობის გამო“,- განაცხადა სარქის ავაგიანმა.
ზემოაღნიშნულმა პირმა ფეხსაცმელი ახალქალაქის სავაჭრო ცენტრებიდან ერთ-ერთში შეიძინა.
იმის დადგენა თუ ვისი გამოშვებულია ეს ფეხსაცმელი ძალიან რთულია, რადგან ფეხსაცმელზე გამოსახულია “Pros Perous” ლოგო, მაგრამ როგორც ვიცით, ეს ძალიან ცნობილი ორგანიზაცია «Prosperous»-ი არაა, რადგან ლოგო სხვაა. ფეხსაცმლის მწარმოებლის შესახებ სოციალურ ქსელებში ვერაფრის მოძიება ვერ მოვახერხეთ. გამყიდველმა კი გვითხრა, რომ ეს ფეხსაცმელი მან იყიდა “ლილოს” ბაზრობაზე და ამ ფეხსაცმელებს შორის იყო ეს ერთი წყვილი რომელზეც გამოსახულია ჯვრით.
ბურნაშეთში მცხოვრელები აცხადებენ, რომ ისინი გამყიდველს არ ადანაშაულებენ.
ბურნაშეთის მცხოვრელებმა ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართეს ახალქალაქის ადამიანის უფლებათა დამცველის წარმომადგენელს იმ იმედით, რომ ეს საკითხი გადაწყდება.