Latest posts by Aliq Media (see all)
18 თებერვალს ახალქალაქის რაიონის სოფელ არაგვაში უკვე მე-6 სათხილამურო შეჯიბრი გაიმართა.
შეჯიბრის მონაწილეების დიდი ნაწილი სოფელ არაგვას მაცხოვრებლები იყვნენ, რომლებიც უკვე მზად არიან საერთაშორისო ტურნირებში ნებისმიერ დროს მონაწილეობა მიიღონ. სათხილამურო შეჯიბრში სულ მონაწილეობდა სამი ჯგუფი: გოგოების, უფროსებისა და ბავშვების.
სულ მონაწილეების რაოდენობა 50 კაცი იყო, მაგრამ შეჯიბრში მხოლოდ 40 კაცი გამოვიდა. გამარჯვებული მონაწილეები შეჯიბრის შემდეგ მედლებითა და სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.