Latest posts by Aliq Media (see all)
BBC- ის ჟურნალმა ჰენრიხ მხითარიანი, სომეხი ფეხბურთელი, “მანჩესტერ იუნაიტედის” და სომხეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი განიხილა.
BBC-ის გადმოცებით მხითარიანი დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სომეხი გახლავთ. იგი პირველი სომეხი ფეხბურთელია, რომელმაც ინგლისის პრემიერ ლიგაში გოლი გაიტანა.
„იმ პერიოდში სომხეთში ცხოვრება ძალიან რთული იყო, ვინაიდან მეზობლებთან ბევრი პრობლემა გვქონდა. ომი იყო, რის შედეგადაც აუტანელი პირობები შეიქმნა“ ,- სომხური წარმოშობის შესახებ საუბრისას ჟურნალმა ფეხბურთელის სიტყვებს გაუსვა ხაზი.
ერთ-ერთ ინტერვიუში კარიერის წარმატებულ პროგრესზე საუბრისას, მხითარიანმა აღნიშნა, რომ დორტმუნდის „ბორუსიაში“ მყოფი თავისი მწვრთნელს, იურგენ კლოპს მადლიერია, რომლის რჩევებმა მას კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში შეუწყო ხელი. მხითარიანის თქმით კლოპის რჩევები მას პრემიერ ლიგაში წარმოდგენის დროს წარმოქმნილი პრობლემების გადალახვაში დაეხმარა..
მხითარიანი, რომელიც 6 ენას ფლობს, ინგლისში 2015 წლის ოქტომბერში გადავიდა.
წყარომ ასევე ჰენრიხის მამა, ჰამლეტ მხითარიანიც აღნიშნა. იგი სომხეთის ერთ-ერთი წარმოჩენილი ფეხბურთელი გახლდათ, რომელიც საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთაც თამაშობდა. მამა- მხითარიანი ტვინის სიმსივნესგან გარდაიცვალა, როდესაც ჰენრიხი სულ რაღაც 7 წლის იყო.
თუმცა ღა, საინტერესოა, რომ ჰენრიხი სწორედ მამას უმადლის და შთაგონების წყაროდ მას მიიჩნევს. „იგი ჩემი მამოძრავებელი ძალა იყო, ჩემი მიზანი, ჩემი ოცნება. როდესაც გარდაიცვალა, მე ვიცოდი რომ ის ციდან მიყურებს“,- ამბობს ფეხბურთელი.