მეწაღის  პროფესია  მოთხოვნადია, მაგრამ არაა გავრცელებული

44  წლის  არმენ ნერსესის ძე მნდლიანი ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის  სოფელ სატხიდანაა და  უკვე  20  წელლია  რაც  მეწაღეა.

მეწაღის  ხელობა  მან  ქალაქ  ხაბაროვსკში  ბიძამისთან,  ფეხსაცმლის  სახელოსნოში შეისწავლა . იგი 23  წლის  იყო  როცა  პირველად  შეაკეთა ფეხსაცმელი და უკვე  24 წლის ასაკში   რეგულარულად  მუშაობა  და  ფულის  შოვნა დაიწყო.

„ერთ  დღეში  ვარემონტებ  1-2  წყვილ  ფეხსაცმელს. ყოველდღიური ხარჯებისთვის  მყოფნის. ჩემ სამუშაოს სიყვარულით ვასრულებ, სხვაგვარად არაფერი გამოვა“,-ამბობს მეწაღე. არმენი  მონატრებით იხსენებს და ყვება იმ დღეების შესახებ როდესაც ქალაქ  ხაბაროვსკში მუშაობდა.

„მაშინ  ბევრი კლიენტი მყავდა  და დღეში  7-8 წყვილ ფეხსაცმელს ვარემონტებდი“,- აღნიშნავს არმენ მნდლიანი.
მეწაღის  თქმით კლიენტები მის  გაკეთებულ  სამუშაოს არ უჩივიან  .

Leave a Reply