Latest posts by Aliq Media (see all)
4 და 5 თებერვალს ყვარელში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული შეჯიბრი გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ მოჭიდავეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან 6 მოჭიდავე მონაწილეობდა . მათ შორის სოფელ განძის მკვიდრი არწრუნ თანგანიანი, რომელმაც 74 კგ-იან წონით კატეგორიაში მე-3 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ამბროლაურში გამართული საქართველოს თავისუფალი სტილის ჭიდაობის შეჯიბრში 16-23 წლამდე მოჭიდავეთა შორის არწრუნ თანგანიანმა მე-3 ადგილი დაიკავა და საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ეროვნულ ნაკრებში შეირჩა.