სომხეთში საქართველოს 40 000 მოქალაქეზე მეტი ცხოვრობს

სომხეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ეთნიკურად სომეხია, რომლებსაც არ უთქვამთ უარი საქართველოს მოქალაქეობისთვის, შესაბამისად ისინი მიგრანტებად ითვლებიან.

საქართველოში კი ცხოვრობს 1 980 სომხეთის მოქალაქე, იმ დროს როდესაც სომხეთში 41 ათასი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, წერს სააგენტო The Financial.

სააგენტოს მიხედვით, საქართველოდან სომხეთში და სომხეთიდან საქართცელოს მიმართულებით მიგრაციული ნაკადების ანალიზით,  საბჭოთა პერიოდში საქართვლოში მცხოვრებ მოსახლეობას, თუნდაც ეთნიკურად სომეხს, რეპატრიაციის მიზეზი არ ჰქონდა, იმდენად, რამდენადაც საქართველო იყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა.

1990 წლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და 1995 წლისთვის სომხეთში გადავიდა 28 000 საქართველოს მოქალაქე, ხოლო 2000 წელს მიგრანტების რაოდენობამ 47 000 შეადგინა.

 

„2015 წლის მონაცემებბით საქართველოში ირიცხება 1 980 სომხეთის  მოქალაქე. როგორ შეიძლება მოხდეს ასეთი რამ, როდესაც საქართველოს აქვს თანამედროვე აღმოსავლეთ-ორიენტირებული ეკონომიკის მოდელი, ევროკავშირში ნახევარ გზაზეა, ავამე დროს სომხეთი ქვეყანაა რომელსაც გასასვლელი არა აქვს ზღვაზე და მთლიანად დამოკიდებულია რუსეთზე“-, აღნიშნულია სტატიაში.

სომხეთში  მცხოვრები  საქართველოს მოქალაქეების ფაქტი იხსნება იმით, რომ ბევრი მათგანი ეთნინკურად სომეხი, რომლებიც სომხეთში გადავიდნენ 1990-იან წლებში, ინტეგრირებულნები არიან სომხურ საზოგადოებაში და უბრალოდ უარს არ ამბობენ საქართველოს მოქალაქეობაზე.

ისინი აღიქმებიან ქართველ მიგრანტებად, თუმცა სინამდვილეში ეთნიკურად სომხი მოსახლეობაა რომელიც ცხოვრობს სომხეთში, ისინი თავიანთი არსით, კულტურულად და ეკონომიკურად არ განსხვავდებიან თავიანთი თანამემამულეებისგან, აღნიშნულია The Financial-ის სტატიაში .

Leave a Reply