თბილისის კოლორიტი გერმან ავაგიანის თვალით

 

შეიხ ჰაჯი ალეკბროვი დაიბადა და ცხოვრობს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ უბანში – მეიდანში. მიუხედავად იმისა, რომ ის ეთნიკურად აზერბაიჯანელია თავისუფლად ფლობს სომხურს, ამბობს რომ თავის უბანში ეთნიკურობას მნიშვნელობა არა აქვს.

                       შეიხ ჰაჯი ალეკბროვი
                     ფოტოგამოფენის გმირი

„მეიდანში ბევრი მეგობარი მყვას, ისეთ ადგილას გავიზარდე, სადაც არის სომხური ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და სიონი…

ჩვენთვის ეთნიკურობას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია პიროვნული თვისებები…“

 

ეთნიკურად  ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი, ებრაელი…

გერმან ავაგიანის მთავარი გმირები შერჩეულები არიან ეთნიკური ნიშნის მიხედვით, თბილისელების მრავალეფროვნებისა და მსგავსების ასახვის მიზნით.

მრავალეროვანი თბილისის კოლორიტულმა ავტორმა, გერმან ავაგიანმა,  საზოგადოებას შავ-თეთრი „თბილისის სახეები“ სახელწოდებით ფოტოპროექტის მეშვეობით გადმოსცა. ფოტოგამოფენა გაიხსნა 3 თებერვალს ორგანიზაცია „კავკასიური თანამშრომლობის“ ინიციატივით თბილისის «Black & White Gallery»-ში.

გერმან ავაგიანის ფოტოგამოფენა „კავკასიური თანამშრომლობის“ 2017 წლის პირველი ღონისძიებაა.

                                 ჰოვანეს მანუკიანი

„2017 წლისთვის ვგეგმავთ მთელ რიგ ღონისძიებებს. მათგან პირველი გერმან ავაგიანის ფოტოგამოფენაა. როგორც ხედავთ მას როგორც ერევანში, ასევე თბილისში კარგად იცნობენ.  ავტორმა სცადა ცალკეული სახეების მეშვეობით ეჩვენებინა თბილისში სხვადასხა ეთნოსის, კულტურის წარმომადგენლების სახეები. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების დიალოგის თვალსაზრისით“ – აღნიშნა ორგანიზაცია „კავკასიური თანამშრომლობის“ ხელმძღვანელმა, საქართველოში სომხეთის ყოფილმა ელჩმა, ჰოვანეს მანუკიანმა.

ფოტოგამოფენის ავტორს პროექტის განხორციელების გამნავლობაში ურთიერთობა ჰქონდა თითოეულ ფოტოების გმირებთან და ამბობს რომ მათგან ბევრი რამ ისწავლა.

                               გერმან ავაგიანი

„გმირებს შემთხვევით ვირჩევდი, საინტერეო ისაა, რომ უარს არავინ მეუბნებოდა…

ფოტოებს ძველი აპარატით ვიღებდი, ამას დიდი დრო სჭირდებოდა და სანამ ფირს ვცვლიდი მათ ვესაუბრებოდი. არიან გმირები რომელთაგან ბევრი რამ ვისწავლე ცხოვრების შესახებ, მსმენია ისეთი რამ რასაც ვერ მოვისმენდი ერევანში ან მოსკოვში.  ასე მხოლოდ თბილისელებს შეუძლიათ საუბარი“.

გამოფენას ესწრებოდნენ როგორც პროექტის გმირები, ასევე ავტორის მეგობრები, რომლებიც დადებითად შეაფასეს ავაგიანის ნამუშევარი.

                               იური მეჩითოვი
                                   ფოტოგრაფი

„2007 წელს გერმან ავაქიანთან ერთან ვიმოგზაურეთ კარსში, იმ დროიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ის აშშ-ში იყო, მაგრამ კონტაქტი ჩვენ მაინც გვქონდა, ახლა ის ერევანშია, მაგრამ ხშირად ჩამოდის თბილისში, ძალიან უყვარს დედაქალაქი, ხშირად ხინკლის ჭამისას სურათს ვიღებთ და გერმანს ვუგზავნით ისკი ბრაზდება იმის გამო რომ ჩვენთან ერთად არ არის…“.

                                მანანა დაისაძე
                                  ფოტოგრაფი

„მსგავსი სურათები ძალიან აქტუალურია მთელ მსოფლიოში, ევროპა ქადაგებს შემწყნარებლობასა და სიყვარულს. ვფიქრობ თბილისში არ იყო უბანი, სადაც არ ფლობდნენ ყველა ენას. უცხო თვალისთვის ეს უფრო უჩვეულოა, ჩვენთვის კი ჩვეულებრივი რამაა მრავალეროვან ქვეყანაში ცხოვრება.  ამასთან ყველას უკვირს, თუ ერთმანეთის გვერდიგვერდ როგორი სიყვარულით შეგვიძლია ცხოვრება“.

გამოფენა გაგრძელდება ერთ კვირის განმავლობაში.

Leave a Reply