Latest posts by Aliq Media (see all)
ხელმისაწვდომ, მაგრამ უგულვებელყოფილ ახალქალაქის რაიონის სოფელ არაგვის ზამთრის კურორტში მრავალსტუმრიანობა იშვიათია, მაგრამ კოტეჯებში სტუმრების მისაღებად ყველა პირობაა შექმნილი.
ამ კოტეჯებში სტუმრებს ელოდებათ ასევე თხილამურები. სოფელში სათხილამურო ტრასის სიგრძე 280 მეტრია, საიდანაც ჩამოსვლა მარტო პროფესიონალებისთვისაა ნებადართული, ხოლო დამსვენებლებმა ხშირად თხილამურებზე დგომაც არ იციან.
„უკვე 3 წელია ვმუშაობ, დღეს 50 მოსწავლე გვყავს, რომლებიც, შეიძლება ითქვას უკვე პროფესიონალები არიან. ძირითადად ახალქალაქის სოფლებიდან არიან. არის შემთხვევები, როდესაც ფეხსაცმელი არ გვყოფნის და ჩვენი სტუდენტები რიგრიგობით სრიალებენ.’ – ასე განაცხადა jnews.ge-სთან საუბარში სათხილამურო კურორტის პასუხისმგებელმა და მწვრთნელმა სპირიდონ უნანიანმა.
50 მოსწავლიდან მხოლოდ 6-ია გოგო, მაგრამ ისინი საკმაოდ აქტიური და გამოცდილი სპორტსმენები არიან. სპირიდონ უნანიანთან საუბარში jnews.ge-მა შეიტყო, რომ ადგილზე აღნიშნული ყველა მომსახურება უფასოა. სოფელ არაგვის კურორტი არ არის გათვალისწინებული ბევრი სტუმრისთვის, მაგრამ მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ბიზნესი განვითარდეს.
ბაკურიანში დასვენებაზე მეოცნებე ახალქალაქელები ვერც კი წარმოიდგენენ, რომ ზამთრის კურორტი ასე ახლოსაა და ხელმისაწვდომიც არის.