Latest posts by Aliq Media (see all)
29 იანვარს ნინოწმინდაში პირველად ჩატარდა რბოლა სათხილამურო სპორტში. რბოლა ეძღვნებოდა საბჭოთა კავშირის სათხილამურო სპორტის ოსტატის, თადევოს არზუმანიანის ხსოვნას.
რბოლაში მონაწილეობდა 50-ზე მეტი სპორტსმენი საქართველოსა და სომხეთიდან. შეჯიბრი ჩატარდა ორ ასაკობრივ კატეგორიაში: 15 წლამდე და 15 წლის ზემოთ.
„შეჯიბრის შედეგებით კმაყოფილი ვარ და დიდი სურვილი მაქვს, რომ მსგავსი ბევრი შეჯიბრი ჩავატაროთ.“- აღნიშნა სათხილამურო სპორტში რბოლის ორგანიზატორმა და ნინოწმინდის სპორტის სკოლი დირექტორმა, ანდრანიკ ღარსლიანმა.
რბოლას ესწრებოდა საქართველოს ბიატლონის ფედერააციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბუძიშვილი და სომხეთის სათხილამურო სპორტის ფედერაციის თავმჯდომარე სლავიკ სარგსიანი. შეჯიბრის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებით.