Latest posts by Aliq Media (see all)
26 იანვარს, დანიის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭი უყარეს „სომეხთა გენოციდის შესახებ“ რეზოლუციას. დანიის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო , ხმები კი განაწილდა შემგედნაირად: 89 მომხრე, 9 წინააღმდეგი, 11-მა კი თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. armradio.am-ის ჟურნალისტის ინფორმაციის მიხედვით, 26 იანვარს დანიის პარლამენტში
„სომეხთა გენიციდის შესახებ „ ორი რეზოლუციიდან კენჭი უყარეს მხოლოდ ერთ რეზოლუციას. ეს ის რეზოლუციაა, რომელშიც გამოყენებულია ფორმულირებები: „აღმოსავლეთ ანატოლია“ და „ტრაგიკული და სისხლისმღვრელი მოვლენები“.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, „რთულია რეზოლუციის მიღება ჩაითვალოს სომეხთა გენოციდის აღიარებად. თუმცა, დანიის სამეფოს პარლამენტის მსგავსი კენჭისყრა შეგვიძლია დადებით ბიძგად ჩავთვალოთ სომეხთა გენოციდთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პოზიციასთან მიმართებაში“.