Latest posts by Aliq Media (see all)
21 იანვარს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ცენტრ „ჰაიარტუნის” გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა უმუტ ვედატის ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „ვინ ვარ მე“, რომელიც ეძღვნებოდა თურქეთში მოკლულ, „აკოს“. ყოველკვირეულის მთავარი რედაქტორისა და უფელბადამცველის, ჰრანტ დინქის მკვლელობიდან მე-10 წლისთავს.
გამოფენის გახსნამდე თბილისის „სურბ ეჯმიაწინის” ეკლესიაში, საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ტერ ვაზგენ ეპისკოპოსმა ჩაატარა დიდი პატრიოტის, ჰრანტ დინქის, სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
ავტორის თქმით, გამოფენას მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ეძღვნება თვითონ ჰრანტ დინქს.
„ფოტოები გადაღებულია დასავლეთ სომხეთში, სადაც უმეტესად ქურთები ცხოვრობენ. ეს უკვე მესამე გამოფენაა. ჩემი პირველი გამოფენა შედგა 24 აპრილს სტამბოლში, გამოფენამ გასტანა ერთი თვე, ამის შემდეგ ფოტოგამოფენა მქონდა ერევანში. ამ გამოფენას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, რადგან ეძღვნება ჰრანტ დინქის ხსოვნას. დინქი, რომელიც თურქეთში ცნობილი უფლებადამცველი იყო, იბრძოდა არა მარტო სომხების, არამედ თურქების, ქურთებისა და სხვებისთვის. ის მშვიდობის დამცველი იყო, სამწუხაროდ, მისი სიკვდილის შემდეგაც მისი სანატრელი მშვიდობა მაინც არ დამყარდა თურქეთში. დღემდე თურქეთის სახელმწიფო დინქის მკვლელობის საქმეში მთელ რიგ წვრილმანებს საიდუმლოდ ინახავს. სანამ თურქეთს არ ესმის, რას გულისხმობდა დინქი, ქვეყანაში მშვიდობა არ იქნება“.
გამოფენას ესწრებოდნენ ასევე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები. სომხეთის საელჩოს მრჩეველმა კარენ მელიქიანმა თავისი სიტყვა დაასრულა იმედის გამოთქმით, რომ ამიერიდან ის თურქი ფოტოგრაფის მეგობარია.
„თურქეთის რესპუბლიკის არსი ჯერაც არ შეცვლილა. ამისი მაგალითია ჩვენი თურქი მეგობრის ფოტოები. სომხეთი ცდილობდა და ცდილობს ყველა მეზობელთან ჰქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, მაგრამ, სამწუხაროდ, თურქეთის მთავრობის პოზიცია არ გვაძლევს მაგის საშუალებას.
მე მინდა მადლობა გადავუხადო როგორც იმ თურქ ხალხს, რომლებმაც 100 წლის წინ გადაარჩინეს მრავალი სომეხი, ასევე უმუტ ვედატს ხელი ჩამოვართვა და ვუთხრა, რომ ჩვენ მეგობრები ვართ“.
გაზეთ „ვრასტანის“ მთავარმა რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა განაცხადა,რომ მან 1993 წელს გაიცნო ჰრანტ დინქი.
„1993 წელს 3 დღით ვიყვი სტამბოლში და ქალაქს შევხედე მისი თვალებით. უკვე 10 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ შევხვდი მას. ღამის პირველ საათზე დამირეკა.ის მიუნხენიდან ან ლონდონიდან მოფრინავდა, თვითმფრინავი ერევანში უამინდობის გამო თბილისში დაეშვა. სასწრაფოდ გავეშურე აეროპორტისკენ და იქ რამდენიმე საათი ერთად გავატარეთ“.
საყურადღებოა, რომ გამოფენას ესწრებოდა ასევე მწერალი, პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, თბილისის სომხურ სათვისტომოს და ყველა დანარჩენს. ის, რასაც უმუტი აკეთებს, შეეფერება იმ მულტიკულტურულ სულს, რომელსაც მიჩვეული ვართ თბილისში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი უმუტს, ვინც შეძლო ამ პროექტის ორგანიზება. დღეს მსოფლიო გაყოფილია სხვადასხვა მიზეზების გამო, ზუსტად მსგავს ინიციატივებს შეუძლია გადაჭრას არსებული ვითარება.
ასწლეულების განმავლობაში თბილისის საერთაშორისო არსისთვის უმნიშვნელოვანეს დასაყრდენს წაროადგენდა სომხური სათვისტომო, და მან უნდა გააგრძელოს თავისი როლის შესრულება და ძალიან ვისურვებდი, რომ უნუტმა აქ იცხოვროს და განახორციელოს მსგავსი პროექტები სომხურ სათვისტომოსთან ერთად“.
გამოფენის დასკვნით ნაწილში სიტყვით გამოვიდა სოქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ტერ ვაზგენ მირზახანიანი.
„მისასალმებელია მსგავსი ინიციატივები, რადგან ამით ვიხსენებთ არა მარტო ჩვენს საყვარელ ჰრანტ დინქს, არამედ მსოფლიო კიდევ ერთხელ იმაღლებს კაცობრიობის სინდისის ხმას, თურქეთმა უნდა გადახედოს თავის ისტორიას და ნაბიჯები გადადგას თავისი ცხოვრებიდან ისტორიის შავი ხაზების წასაშლელად. დღეს მილიონ- ნახევარს პლიუს ერთი მოკლული სომხობის წყევლა კვლავ მოქმედებს. სამწუხაროდ,თითქმის დღე არაა, რომ თანამედროვე თურქეთში ტერორი, საომარი მოქმედებები არ იყოს. სანამ დაღვრილი სისხლი არ გაიწმინდება, ასე გაგრძელდება“.
გამოფენა გაგრძელდება პირველ თებერვლამდე.