Latest posts by Aliq Media (see all)
2016 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეებში სომხეთის სამჯერ მეტმა მოქალაქემ მიმართა ევროპას თავშესაფრის თხოვნით , ვიდრე ბოლო 9 წლის თვიური საშუალო მაჩვენებელია.
თუ 2008 წლიდან დღემდე თვიური საშუალო მაჩვენებლის მიხედვით სომხეთის 385 მოქალაქე ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას სთხოვს ევროკავშირის ქვეყნებიდან ერთ-ერთს, 2016 წლის აგვისტოს თვეში მათმა რიცხვმა 1110-ს მიაღწია, ხოლო სექტემბერში-1185-ს.
აღნიშნული პერიოდი ემთხვევა „სასნა წრერ“ შეიარაღებული ჯგუფის მხრიდან საპატრულო პოლიციის სამსახურის რაზმის აღებას. ამის შედეგად ერევანში საპროტესტო აქციები და დემონსტრაციები დაიწყო, რომლის დროს მოხდა ასევე შეტაკებები. 31 ივლისს შეიარაღებული ჯგუფი ნებაყოფლობით განიარაღდა და სამართალდამცავ ორგანოებს ჩაბარდა. პოლიცისთან შეტაკებების დროს ჯგუფის რამდენიმე წევრი დაშავდა, გარდაიცვალა 3 პოლიციელი. პოლიციისა და დემონსტრანტების შეტაკებების დროს დაშვდა 50-ზე მეტი ადამიანი, დააკავეს საპროტესტო აქციებში მონაწილე სამოქალაქო პირები.
როგორც წერს სააგენტო hetq.am-ი, 2016 წელს შიდაპოლიტიკური მდგომარეობის, მთავრობის მხრიდან ძალის გამოყენებით საპროტესტო აქციის დარბევის, მასობრივი დაპატიმრებების შედეგად, გაცილებით მეტმა ახალგაზრდა ოჯახმა დატოვა საკუთარი ქვეყანა.