ჩემი ცხოვრების უთქმელი ჭეშმარიტების ძებნა

19 იანვარს, სრულდება სტამბულში მოკლული, ადგილობრივი ორენოვანი ყოველკვირეულის – „აკოსის“, რედაქტორის, ჰრანტ დინქის გარდაცვალების მე-10 წლისთავი.

2017 წლის 21 იანვარს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინის” ეკლესიაში, საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ შესრულდება დიდი პატრიოტის, ჰრანტ დინქის, სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, რის შემდეგაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის  ცენტრ „ჰაიარტუნის“ გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნება უმუტ ვედატის ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „ვინ ვარ მე“.

ამავე სახელწოდებით გამოფენა ჩატარდა ასევე ერევანში. aravot.am-ისთვის მიცემულ ინტერვიუიში ავტორი ამბობს.

„მე დავიბადე სტამბოლში, 1980 წელს ჩვეულებრივ ოჯახში. როგორც უმრავლესობა, ასევე მე იძულებული ვიყავი მესწავლა სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ისტორიის სახელმძღვანელოთი, იმ პრინციპზე დაყრდნობით, რომელიც გაიძულებს ან დაივიწყო და გააქრო, ან უარი თქვა და ჭეშმარიტების იგნორირება მოახდინო.

პირველად ჩემს ნასწავლში ეჭვი შემეპარა 2008 წელს, როდესაც  საქართველოში ჩამოვედი სტამბოლი-ერევნის ავტობუსით . შემდეგ დავიწყე ფიქრი მიტოვებული შენობების შესახებ, რომლებიც მინახავს თურქეთში. ამის შემდეგ დავიწყე ისტორიაში ჩაღრმავება და ჩემს ცხოვრებაში უთქმელი ჭეშმარიტების ძებნა. გამოფენა ჩემი 4 წლის მუშაობის, იდენტობის ძიებისა და ისტორიის მეორე მხრის შეჯამებაა“.
წარმოდგენილი ფოტოსურათები თურქეთში სომხური სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ასახვაა. გამოფენა ასევე პროტესტია დისკრიმინაციის, ისტორიული უსამართლობის წინააღმდეგ.

გამოფენა ეძღვნება ბარბაროსულად მოკლული ჰრანტ დინქის ხსოვნას.

Leave a Reply