Latest posts by Aliq Media (see all)
17 იანვარს სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ მოვსეს ჰაკობიანის მეთაურობით დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ნატო-ს ცენტრალურ შტაბში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების ხელმძღვანელების დონეზე ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო კომიტეტის შეხვედრაში.
შეხვედრის განმავლობაში ჩატარდა 2 სხდომა, „გადამწყვეტი მხარდაჭერა“ ავღანეთის მისია, ასევე ინიციატივა „თავსებადობის პლატფორმა“ ჩართული ქვეყნების ფორმატში.
„გადამწყვეტი მხარდაჭერის“ ფორმატის სხდომა ეძღვნებოდა ავღანეთში კოალიციური ქვეყნების სამხედრო ვალებულებებთან დაკავშირებულ აზრების გაცვლას.
„თავსებადობის პლატფორმის“ ფორმატის სხდომაზე განიხილეს ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის ოპერატიული თავსებადობის განვითარებისა და საერთაშორისო სტაბილურობის განმტკიცების საკითხები.
სხდომების შემდეგ გენერალ-ლეიტენანტი მოვსეს ჰაკობიანი შეხვდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ ჯოზეფ დენფორდს. შეხვედრისას განიხილეს თავდაცვის სფეროში სომხურ-ამერიკული თანამშრომლობის პრიორიტეტები და მისი განვითარების პერსპექტივები, განსაკუთრებით საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის ფარგლებში.